დაახლოვება მეცხვარეებთან და პირველი ნაბიჯები როტაციულ ძოვებაში

საბუკო თითქმის ერთი წელია ჭაჭუნას აღკვეთილის ტერიტორიას იკვლევს და ცდილობს, მისი უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების საქმეში ფერმერებიც აქტიურად ჩართოს.

ჩვენ, სხვადასხვა გზით ვცდილობთ ფერმერებისთვის როტაციული ძოვების უპირატესობის ახსნას და მის განხორციელებაში დახმარებას.

ერთ-ერთმა ფერმერმა უკვე დაიწყო საბუკოს მიერ შემუშავებული საძოვრების მენეჯმენტის გეგმას მიყოლა და აპირებს, საკუთარ ტერიტორიაზე გამოსცადოს როტაციული ძოვების უპირატესობები.

ხოლო მანამ, სანამ ამ საქმეში სხვა ფერმერები და მეცხვარეები შემოგვიერთდებიან, ჭაჭუნაში და მის მიმდებარედ ერთი ჭა და რვა დასარწყულებელი გავაკეთეთ.

ახლა ცხვარს წყურვილის მოსაკლავად მდინარე ივრამდე კილომეტრების გავლა აღარ მოუწევს, რაც გარემოსთვისაც მომგებიანი იქნება და ცხვრისთვისაც.

COVID-19 ეპიდემიის დროს მეცხვარეების წინაშე ახალი გამოწვევები გაჩნდა და საბუკო დისტანციურად ცდილობდა მათ მხარდაჭერას, მათ შორის ფინანსურად – ცხვრისთვის საჭირო მედიკამენტების შესაძენად.

ასევე გაეცანით

Facebook Twitter Instagram YouTube