ბექობის არწივის კონსერვაცია საქართველოში

ბექობის არწივი საერთაშორისო წითელ ნუსხაშიც მოწყვლად სახეობადაა მონიშნული, რომლის პოპულაცია გლობალურად მცირდება.

2015 წლიდან საბუკო ბექობის არწივის სტატუსის გასაუმჯობესებლად კონსერვაციულ საქმიანობას ეწევა. ბექობის არწივებისთვის გადამცემების დამაგრება, ბუდეების პოვნა და ფოტოხაფანგების დამონტაჟება, მათზე დაკვირვება და შესწავლა ამ საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ამ დრომდე ორგანზიაციამ 15 მართვეს დაუმაგრა GPS გადამცემები, რომელთა მოძრაობის ტრაექტორიასაც ყოველდღიურად აკვირდება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის მხოლოდ 1 მათგანია ცოცხალი, რადგან 9 მართვე იმსხვერპლა ელექტროგადამცემმა ხაზებმა, 1 ბრაკონიერებმა, ხოლო 4 გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.

2021 წელს საბუკომ დაიწყო ახალი პროექტი “ბექობის არწივის კონსერვაცია საქართველოსა და აზერბაიჯანში”

ხანგრძლივობა: 3 წელი

პროექტის მიზანი სახეობაზე მოქმედი საფრთხეების აღმოჩენა, გარკვევას და მათი სრული ანალიზია. საბუკოს ეცდება უზრუნველყოს აღმოჩენილი საფრთხეების აღმოფხვრა, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ უქმნიან საფრთხეს ბექობის არწივის ადგილობრივ პოპულაციას. ჩვენი ამოცანაა გავზარდოთ ჰაბიტატის ხელმისაწვდომობა, პირველი წლის ინდივიდების გადარჩენადობა ბუნებაში, ასევე ვეცდებით წვლილი შევიტანოთ საკანონმდებლო რეგულაციების გაძლიერებაში, რომლებიც სამიზნე სახეობის კონსერვაციაში პოზიტიურ წვლილს შეიტანს.

პროექტი მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

  • ბექობის არწივის ადგილობრივი პოპულაციის ყოველწლიურ მონიტორინგს, ასევე სახეობის პოპულაციის შეფასებას მეზობელ აზერბაიჯანში
  • საკანონმდებლო ბაზების გაუმჯობესებას ბექობის არწივისა და სხვა ფრინველების სახეობების დასაცავად
  • ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების დამალვას, ან იზოლირებას ფრინველთა შემთხვევითი სიკვდილიანობის შესამცირებლად
  • სახეობაზე შესაძლო მოქმედი ქიმიური ნივთიერებების ზეგავლენის შეფასებას და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კონსერვაციული ღონისძიებების შემუშავება
  • ბექობის არწივის საარსებო/საბუდარი ჰაბიტატის აღდგენას
  • სამიზნე ჯგუფების ცნობიერების ამაღლებას

ასევე გაეცანით

Facebook Twitter Instagram YouTube