ბექობის არწივის გადასარჩენად

ბექობის არწივის სხეულის სიგრძე დაახლოებით 80 სმ, ხოლო გაშლილი ფრთების 2 მეტრია. მის მიერ გამოცემული ხმა მკაცრ და განმეორებით ყეფას წაააგვს. გასაკვირი აღარაა, რომ ბუნებრივ მიზეზებზე მეტად, ამ სახეობის სიკვდილის მიზეზი ადამიანი ხდება.

ბექობის არწივი წითელ ნუსხაში, მოწყვლად სახეობებადაა მონიშნული, რომლის პოპულაცია გლობალურად მცირდება. ამჟამად დაახლოებით 3,500 – 15,000 თუ იქნება დარჩენილი.

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბექობის არწივი ზღვის დონიდან 1000 მეტრის სიმაღლეზე, ტყეებში ბუდობს, სტეპებსა და სასოფლო სამეურნეო ტერიტორიებზე, სადაც ფართო ხეებია. თანამედროვე სამყაროში კი უკვე ელექტროგადამცემ ბოძებზეც ბუდობს.

ელექტროგადამცემი ხაზები ფრინველებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. რაც უფრო დიდია ფრინველი, უფრო დიდია შანსი, რომ ის ამ ხაზებს შეეხოს და შეხებისთანავე გარდაიცვალოს.

2017 წელს, BirdLife-ის პარტნიორმა საქართველოში, საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – საბუკო, რამდენიმე ბექობის არწივს GPS გადამცემები დაუმაგრა, რამაც მათ გადაადგილებაზე დაკვირვების საშუალება შექმნა. სამწუხაროდ, ერთ-ერთი ისრაელში, ჩრდილოეთ ნეგევის რეგიონში ჩაფრინდა და იქ დაიღუპა. საბუკომ GPS სიგნალის ბოლო მონაცემები ისარაელში BirdLife-ის პარტნიორებს მიაწოდა. დაღუპული არწივი იპოვეს და მისი სიკვდილის მიზეზიც დადგინდა – დაუცველი ელექტროგადამცემი ხაზები.

მოწყვლადი და გადაშენების პირას მყოფი ფრინველების სიკვდილი განსაკუთრებით სამწუხაროა, ამიტომაც BirdLife და მისი პარტნიორები ცდილობენ დაეხმარონ და ხელი შეუწყონ ენერგოკომპანიებს ელექტროშოკით გარდაცვლილი ფრინველების რაოდენობის შესამცირებლად.

სტატია წარმოადგენს Flightforsurvival.org-ზე გამოქვეყნებული სტატიის შემოკლებულ თარგმანს.

ასევე გაეცანით

Facebook Twitter Instagram YouTube