“ბაღის ფრინველთა საათი” გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო კამპანიაა, რომლის მიზანიც საქართველოში არსებული ბაღის ფრინველების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. კამპანიის ფარგლებში აღირიცხებიან ფართოდ გავრცელებული ბაღის ფრინველები.
“ბაღის ფრინველთა საათში” მონაწილეობის შემდეგ თქვენს მოსწავლეებს შეეძლებათ ბაღის ფრინველების ცნობა, უკეთ შეძლებენ გაიგონ ბუნების მდგომარეობისა და ადამიანების კეთილდღეობის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება, რადგანაც სწორედ ასეთ ფართოდ გავრცელებულ ფრინველებზე დაკვირვებითაა შესაძლებელი განვსაზღვროთ, რა მდგომარეობაშია გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.
გთხოვთ, თქვენი დაკვირვების მონაცემები ასახოთ სარეგისტრაციო ფორმაში.