ყოველწლიურად აჭარას გადამფრენ ფრინველებზე დასაკვირვებლად უამრავი ადამიანი სტუმრობს. საბუკომ 2020 წელს ადგილობრივი ტურიზმის მხარდაჭერისა და ცნობიერების გაზრდისათვის მცირე კამპანია განახორციელა. ბათუმში ვიზიტი შემოდგომის მიგრაციისათვის დავგეგმეთ. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან თანამშრომლობით, საგანმანათლებლო აქტივობებში სამი სკოლა ჩაერთო, რომლებმაც ფრინველებზე დასაკვირვებელი პლატფორმაც მოინახულეს.
კამპანიის ნაწილი იყო ფრინველებზე დასაკვირვებელი ტურები ჭოროხის დელტაზეც, სადაც ვისაუბრეთ ბრაკონიერობის პრობლემაზე და ჭოროხის დელტის ფრინველებისათვის მნიშვნელობაზე.