არასამთავრობო ორგანიზაციები და დარგის ექსპერტები უარყოფითად აფასებენ „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს

2022 წლის 17 მარტს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს  „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/111/10; 22.12.2021).

კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები არაერთგზის უარყოფითად შეფასდა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. მათ რამდენჯერმე წარადგინეს მოსაზრებები კანონპროექტის მთელ რიგ ხარვეზებთან დაკავშირებით, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასმულ არც ერთ კრიტიკულ კითხვასა და წამოჭრილ პრობლემურ საკითხს სათანადო პასუხი არ გაეცა და  გათვალისწინებული არ იქნა კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში.

პრობლემური იყო ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ეფექტიანი და შინაარსობრივი მონაწილეობა. დაირღვა 2021 წლის 7 დეკემბერს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართულ ერთადერთ სამუშაო შეხვედრაზე მიცემული პირობა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით გაიმართებოდა დამატებითი შეხვედრები, რათა მომხდარიყო ცვლილებების დეტალური განხილვა, პასუხი გასცემოდა ყველა კითხვასა და საფუძვლიან შიშს, ასევე, მომხდარიყო ხარვეზების აღმოფხვრა.

კანონპროექტი ითვალისწინებდა რამდენიმე არსებით ცვლილებას, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი შეეხებოდა ინსტიტუციურ ნაწილს. ახალი რეგულირების მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემადგენლობაში არსებული გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტი სრულად გადადის სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს შემადგენლობაში და ამ ორგანოსთვის ხდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა და სტრატეგიულ დოკუმენტებზე რეკომენდაციების გაცემის უფლებამოსილებების სრულად დელეგირება. ეს ცვლილება სათანადოდ არ იყო დასაბუთებული კანონპროექტის განმარტებითი ბარათით, შესწავლილი და შინაარსობრივად გაანალიზებული არ იყო სხვა ქვეყნების მსგავსი კანონმდებლობა და პრაქტიკა. შესაბამისად, არ შეფასებულა, თუ რამდენად ეფექტიანი იქნებოდა, საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მსგავსი ორგანოსთვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების დელეგირება; არ შეფასებულა და გაანალიზებულა ის კორუფციული და ინტერესთა კონფლიქტის მომეტებული საფრთხეები, რომლებსაც საკუთარი კომერციული ინტერესების მქონე სააგენტოსთვის მსგავსი უფლებამოსილების დელეგირება წარმოქმნის. ამ პირობებში, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მინიჭება ისეთ საკითხებზე, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის განვითარებას, ხალხის უსაფრთხოებასა და ადამიანის ძირითადი უფლებებით სათანადო სარგებლობას, სამინისტროს მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან თავის არიდების საშუალებას წარმოადგენს და უარყოფითად უნდა შეფასდეს.

აგრეთვე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად საკომიტეტო განხილვებზე მიღებული დაპირებისა, არ გაითვალისწინეს სამოქალაქო საზოგადოების აზრი არც გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის წესთან დაკავშირებით. განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვითხოვდით, რომ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში ცვლილება შესულიყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოების  და არა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების გზით. კანონპროექტის თანახმად, სააგენტოს მიენიჭა უფლებამოსილება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით შეიტანოს ცვლილება გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში ან გზშ-ის სფეროში გაცემულ შესაბამის აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, თუ ამ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულია გარემოს შემადგენელი ცალკეული ელემენტების/კომპონენტების დამატებითი შესწავლის ვალდებულება და შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით სააგენტო პირობის შეცვლის აუცილებლობას დაადგენს. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ იმ წესით, რა წესის გამოყენებითაც იქნა ეს აქტი თავდაპირველად გამოცემული. ამდენად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით გამოცემულ აქტში ცვლილება მხოლოდ ამავე წესით შეიძლება შევიდეს. მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესი ზღუდავს პირის უფლებას, დროულად მიიღოს ინფორმაცია უკვე გაცემულ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ და, შესაბამისად, დროულად და ჯეროვნად განკარგოს თავისი უფლება – წარადგინოს საკუთარი დასაბუთებული მოსაზრება, აგრეთვე, სადავო გახადოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უფლებამოსილების განხორციელება გარემოს დაცვის სფეროში. ამდენად, ეს ცვლილებაც უარყოფითად უნდა შეფასდეს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მკვეთრად უარყოფითად აფასებენ „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს.  ახალი რეგულირება ვერ უზრუნველყოფს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ეფექტიანი სისტემის დანერგვას, გარემოზე მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილების, შემცირების და შერბილების ადეკვატურ რეგულირებას, ასევე, გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ფართო ჩართულობას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია(საია)

მწვანე ალტერნატივა

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო

სოციალური სამართლიანობის ცენტრი(ყოფილი EMC)

საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის(საბუკო)

გარემოსდაცვითი შეფასების ექსპერტი მამუკა გვილავა

ასევე გაეცანით

Facebook Twitter Instagram YouTube
Start typing to see products you are looking for.