დასაწყისი: ნოემბერი 2021
ხანგრძლივობა: 1 წელი
12 თვიანი პროექტი – “ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების აქტორების შესაძლებლობების გაძლიერებას, სპეციალურად შემუშავებული გარემოსდაცვითი ადვოკატირების პროგრამის საშუალებით, რათა მათ ეფექტურად შეძლონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა და ფართომასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტების მონიტორინგი.
პროექტის ფარგლებში მოსალოდნელია ორი ცენტრალური შედეგის მიღწევა:
• სამოქალაქო საზოგადოების აქტორები აღჭურვილები იქნებიან შესაბამისი ცოდნით რათა, მათ ეფექტურად შეძლონ ინფრასტრუქტურული განვითარების გარემოზე ზემოქმედების პროცესში ჩართულობა და ზეგავლენის მოხდენა ადგილობრივ დონეზე.
• ადგილობრივი თემები ინფორმირებულები იქნებიან ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების პროექტების გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტების შესახებ.
ამ შედეგების მიღწევა მოხდება შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის პილოტირებით. პროგრამა მოიცავს ეფექტური გარემოსდაცვითი ადვოკატირების კამპანიის წარმართვას და ქოუჩინგს, რომელიც შექმნის საფუძვლიან მექანიზმს გარემოსდაცვითი სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს შორის რეგიონალური ქსელის (საზოგადოებრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და არაფორმალური სამოქალაქო ინიციატივები) ჩამოყალიბებისათვის.