ვინ ვართ?

საბუკო ბუნების კონსერვაციის ორგანიზაციაა, რომელიც 2014 წელს ველური ბუნების კონსერვაციის ქართულმა ცენტრმა დააარსა.
ჩვენ ვართ BirdLife-ის, მსოფლიოს უმსხვილესი ბუნების კონსერვაციის ორგანიზაციის ადგილობრივი პარტნიორი.
საბუკოს მისიაა ველური ბუნებისა და ჰაბიტატების დაცვა, კონსერვაცია და აღდგენა საქართველოში; საზოგადოების მიერ ბუნების დაფასების გაზრდა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების წახალისება. ჩვენი ძირითადი ფოკუსებია:
Spring Seasonal Outfits 5

სახეობებისა და ეკოსისტემების მონიტორინგი

icons8-pelican-100 (1)

კონსერვაციისთვის საჭირო ზომების შემუშავება

plant

ცნობიერების ამაღლების კამპანიები

საბუკოს საქმიანობას ოთხი გუნდი მართავს
cons-01-01

კონსერვაცია - კვლევები

კონსერვაციის გუნდი პასუხისმგებელია სტრატეგიების შემუშავებაზე, სახეობების და ჰაბიტატების კონსერვაციაში ხარვეზების გამოკვეთასა და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვაზე, მნიშნელოვანი ჰაბიტატების, პოპულაციებისა და ეკოსისტემების სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად.

policy-01

პოლიტიკა

პოლიტიკის გუნდს ევალება საკანონმდებლო და პოლიტიკის საკითხებზე ორიენტირებული გარემოსდაცვითი ადვოკატირება სახეობებისა და ჰაბიტატების კონსერვაციისთვის; საერთაშორისო პოლიტიკის საკითხების ინტეგრირება ეროვნულ დონეზე; ინფრასტრუქტურული პროექტების გზშ დოკუმენტების მონიტორინგი ველური ბუნების შენარჩუნებისთვის.

education-01

განათლება

განათლების გუნდი უძღვება ცნობიერების ამაღლების პროგრამებს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის. გუნდი ცდილობს გაზარდოს ხალხის მიერ ბუნებრივი რესურსების გაგება და დაფასება. ისინი ამზადებენ სხვადასხვა ტიპის მასალას მასწავლებლებისა და სხვა განმანათლებლებისთვის.

coms-01

კომუნიკაციები

კომუნიკაციების გუნდის მთავარი ამოცანაა ორგანიზაციის საქმიანობა გააცნოს მეტ ადამმიანს და გაზარდოს კონსერვაციის მხარდამჭერთა რიცხვი. ისინი ასევე უძღვებიან საბუკოს საწევრო პროგრამას და კამპანიებს.

ტურები კონსერვაციისთვის კავკასიაში

ბათუმი ბირდინგი

ჩვენი შეთავაზება

ფრინველებზე დაკვირვების ტურები კავკასიაში, საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ჩათვლით

ბიზნესი ბუნებისთვის

ეს მოდელი აძლიერებს ადგლობრივ ეკოტურისტულ ოპერატორებს და წარმოადგენს ფონდების მოძიების მექანიზმს BirdLife-ის პარტნიორებისთვის

რატომ ჩვენ?

With over a decade of experience in the region and an international team, we are in a unique position to guarantee you a most rewarding birding holiday.

In Batumi

რეგიონში მუშაობის ათწლიანი გამოცდილებით და საერთაშორისო გუნდით ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს ყველაზე ნაყოფიერ და საინტერესო გამოცდილებას