სამუხის მართვის გეგმის სამუშაო შეხვედრა

ქურციკის, ბექობის არწივის, სარსარაკის, სვავისა და ორბის დაცვისათვის, ასევე ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების და ტრადიციული თუშური მეცხვარეობის ხელშესაწყობად, 2022 წელს შეიქმნა ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.
ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) VI კატეგორიის – “ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობის დაცული ტერიტორია” პირველი რეალური დაცული ტერიტორიაა საქართველოში. ის საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, რომელსაც დასავლეთით ესაზღვრება ზურმუხტის ქსელის კოწახურას ტერიტორია, აღმოსავლეთით კი – ვაშლოვანის ეროვნული პარკი. სამუხი, სხვა დაცულ ტერიტორიებთან ერთად, ქმნის ეკოლოგიურ ქსელს, რომლის მიზანია ერთიანი ლანდშაფტისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა.
იმისთვის, რომ სამუხის დაცულმა ტერიტორიამ თავისი მიზანი შეასრულოს, აუცილებელია მისი სწორად მართვა. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ, საბუკო დაინტერესებულ მხარეებს შეხვდა და მენეჯმენტის გეგმაზე მიმდინარე მუშაობის პროცესი გააცნო.

საბუკო მრავალი წელია მუშაობს სამუხის ველზე და მართვის გეგმაში ასახული თითოეული მიზანი ეფუძნება ბიომრავალფეროვნებისა და სოციო-ეკონომიკური საკითხების საველე კვლევებსა და მეცხვარეებთან ინტენსიურ კომუნიკაციას.
გამოწვევები, რომლებიც ამ პროცესში საბუკოსთვის უფრო თვალნათელი გახდა, კომპლექსურია. ის მოიცავს როგორც მეცხვარეების და ფერმერების პრობლემებს, როგორიცაა ტრადიციული მიწათსარგებლობის შესაბამისი ფორმალური გარანტიების არქონა, არადამაკმაყოფილებელი საყოფაცხოვრებო პირობები, გადასარეკი ტრასების პრობლემა, წყლის რესურსებზე წვდომა და ა.შ., ისე გარემოსდაცვით პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია მდ. იორის სარწყავი არხის გაურკვეველი მდგომარეობასთან, ტბორების და წყალსადენების რეგულარულ წმენდასთან, ნარჩენების მართვასთან, ადამიანისა და გარეული ცხოველის კონფლიქტთან და სხვა მრავალ საკითხთან. მთავარი გამოწვევა კი არის არც თუ შორეულ წარსულში, საქართველოში, დიდ ჯოგებად მობინადრე ჯეირანის, იგივე ქურციკის (Gazella subgutturosa) პოპულაციის აღგენა და მდგრადი პოპულაციის ჩამოყალიბება. იმისთვის, რომ 2050 წლისთვის ქურციკის პოპულაცია იყოს დაცული, სტაბილურად მზარდი და ჰქონდეს სახარბიელო კონსერვაციული სტატუსი, ამასთან ასრულებდეს ბუნებრივი საძოვრების თუ სტეპების აღდგენის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას, საჭიროა თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა.
სწორედ ასეთი სტრატეგიული ღონისძიებებია გათვალისწინებული მენეჯმენტის გეგმაში: პოპულაციის დაცვის უზრუნველყოფა, თავისუფალი მიგრაციის ხელშეწყობა და ბარიერების მოშლა, ჰაბიტატების შენარჩუნება და აღდგენა, ტურიზმის და სხვადასხვა შეწუხების ფაქტორების რეგულაცია, შინაური პირუტყვის ძოვების მდგრადი სისტემის დანერგვა და სხვა.

რადგან საბუკოსთვის მნიშვნელოვანია, რომ გეგმის შემუშავების პროცესი იყოს მონაწილეობითი და დაინტერესებული მხარეების სოციალური თუ გარემოსდაცვითი ინტერესები გეგმაში სათანადოდ აისახოს, შეხვედრის მონაწილეებს გავაცანით როგორც მენეჯმენტის გეგმის შემუშავების ეტაპები, ისე უკვე ჩატარებული კვლევების შედეგები, სიტუაციური ანალიზი, მიზნები, შემდეგი ნაბიჯები და მომავლის ხედვა.
საბუკოს ხედვა კი ასეთია:
- დაცული ტერიტორია წარმოადგენს ცოცხალ ბუნებრივ ლანდშაფტს, სადაც ადამიანები ბუნებასთან ჰარმონიულად თანაარსებობენ;
- აღდგენილია არიდული ეკოსისტემების სიჯანსაღე და მთლიანობა;
- საკვანძო სახეობებს (ქურციკი, სარსარაკი და სხვ.) და ჰაბიტატებს აქვთ ხელსაყრელი კონსერვაციული სტატუსი;
- ბუნებრივი საძოვრების დეგრადაცია შეჩერებულია და საძოვრების დაზიანებული მონაკვეთები აღდგენილია;
- ტრადიციული მომთაბარული მეცხვარეობა შენარჩუნებულია და დაცულია, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, ეკონომიკური სარგებელი უზრუნველყოფილია ეფექტური მონაწილეობითი მმართველობითა და მდგრადი მართვით;
- ტერიტორია იმართება მენეჯმენტის გეგმების საფუძველზე – ემყარება დაინტერესებული მხარეების აქტიურ ჩართულობას, რაც არის ყველას ინტერესის სამართლიანად გათვალისწინების გარანტია.
შეხვედრაზე წარმოდგენილ პრეზენტაციებსა და სხვა დოკუმენტაციას ვუზიარებთ ჩვენს მკითხველსაც:
მენეჯმენტის გეგმის მიზანი, შემუშავების პროცესი და სტრუქტურა
სამუხის დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის აღწერილობითი ნაწილი
მენეჯმენტის გეგმის განვითარების მიზნები
სამუხის დაცული ტერიტორიის ზონირება – საერთო ხედვის ჩამოყალიბება