სამუხის ველი: ერთიანი ძალებით, საერთო ლანდშაფტისთვის

სტატია გამოქვეყნდა ჩვენი პარტნიორის, Endangered Landscapes & Seascapes Programme-ს მიერ. 

სამუხის ველი, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს ქარიან სტეპებში მდებარეობს, ერთი შეხედვით, უკიდეგანო და ცარიელი ჩანს. თუმცა, ამ მშვიდი ლანდშაფტის მიღმა, ბუნებასა და ადამიანს შორის არსებული რთული ბალანსი იმალება. ეს ტერიტორია მდინარე ივრის ხეობის ფართო საპროექტო არეალის ნაწილს წარმოადგენს, სადაც პროგრამის Endangered Landscapes & Seascapes Programme (ELSP) ფარგლებში მიმდინარეობს სტეპური და ჭალის ეკოსისტემების აღდგენა ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიური მედეგობისა და მდგრადი საარსებო წყაროების გასაძლიერებლად.

ამ ტერიტორიაზე უამრავი, მათ შორის მოწყვლადი სახეობა ბინადრობს, ხოლო თუშები მომთაბარე მეცხვარეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას სამუხის საზაფხულო საძოვრების მეშვეობით აგრძელებენ.

კონსერვაციული საქმიანობა მხოლოდ ველური ბუნების დაცვას როდი გულისხმობს – ეს არის შეთანხმება ისეთი მომავლის შექმნაზე, სადაც ეკოსისტემები და სოფლად მცხოვრებთა საარსებო წყაროები ჰარმონიულ თანაარსებობას შეძლებენ.

ივრის ზეგანზე ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის საქმიანობას შორის დიდი ხანია, ბალანსი დარღვეულია. ტერიტორიაზე, რომელიც სეზონური ძოვების, სამდინარო სისტემებისა და სტეპური მცენარეულობის გავლენით არის ფორმირებული, ამ დრომდე ბინადრობს ისეთი სახეობები, როგორებიცაა ბექობის არწივი, ორბი და ქურციკი. თუმცა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიწის არამდგრადი გამოყენების და ჭარბი ძოვების შედეგად დაჩქარდა ნიადაგის ეროზია და გაუდაბნოება, რამაც რისკის ქვეშ დააყენა როგორც ეკოსისტემები, ისე ადგილობრივი თემები.

ამის საპასუხოდ, საბუკო აქტიურად მუშაობს ივრის ხეობაში დეგრადირებული საძოვრების აღდგენაზე, მდგრადი ძოვების პრაქტიკის დანერგვაზე და კონსერვაციული ღონისძიებების გაძლიერებაზე. ისეთის ნაბიჯების გადადგმის შედეგად, როგორებიცაა როტაციული ძოვება და მდინარის ნაპირების სტაბილიზაცია, გაუმჯობესდა ჰაბიტატის მდგომარეობა, ხოლო სამეცნიერო მონიტორინგი ცხადყოფს, რომ თანდათანობით, ეკოლოგიური აღდგენაც მიმდინარეობს.

საბუკოს საძოვრების მართვის სქემა უფრო ფართო პროცესის ნაწილია. ის განსაზღვრავს, თუ როგორ შეუძლიათ თუშ მეცხვარეებს საძოვრების მდგრადი გამოყენება და როგორ უნდა იფუნქციონიროს საიჯარო მექანიზმებმა უფრო გამჭვირვალედ. ეს სქემა შემუშავდა არსებული კანონმდებლობის დეტალური ანალიზის შედეგად, აგრეთვე ადგილობრივ მეცხვარეებთან მრავალწლიანი კონსულტაციების და ნდობის ეტაპობრივი ჩამოყალიბების საფუძველზე. ამჟამად ხდება ამ მიდგომების სამუხის მართვის გეგმაში ინტეგრირება.

ივრის ზეგანის ვაკეებზე მრავალი ინტერესი იკვეთება, თუმცა ამ ტერიტორიას უკვე დიდი მისია აკისრია – ის უნდა დარჩეს ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ, სახეობებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰაბიტატის მქონე ტერიტორიად და ამავე დროს, შეძლოს შინაური პირუტყვის, სოფლად მცხოვრები ოჯახებისა და ადგილობრივი ეკონომიკის შენარჩუნება. ადგილობრივი ხელისუფლება განვითარების შესაძლებლობებს ეძებს, სადაც კონსერვაციული მიმართულებით მომუშავე აქტორებს ეკოლოგიური ლიმიტების დაცვა აკისრიათ.

სამუხი არ არის უბრალოდ ლანდშაფტი. ის მოლაპარაკებების შედეგად ჩამოყალიბებული სივრცეა.

ფოტო: მარიამ ნიკურაძე
ტერიტორია, სადაც პრიორიტეტები იკვეთება

სამუხის საძოვრების და ჭალის ტყის ეკოსისტემები საცხოვრებელ გარემოს ქმნის სტეპების სახეობების, მათ შორის ქურციკისთვის – სწორედ იმ სახეობისთვის, რომლის დასაცავადაც შეიქმნა სამუხის დაცული ტერიტორია.

იმავდროულად, სამუხი რჩება ერთ-ერთ ბოლო ზამთრის საძოვრად. მას შემდეგ, რაც საქართველოს საზღვრებს მიღმა არსებული ისტორიული საძოვრები დაიკარგა, შინაური პირუტყვის ძოვება სწორედ ამ ტერიტორიაზე კონცენტრირდა. მრავალი ოჯახისთვის მეცხვარეობა არა არჩევანი, არამედ ეკონომიკური გადარჩენის აუცილებელი პირობაა.

 „როდესაც სამუხზე ვსაუბრობთ, უნდა გავიაზროთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ფუნქციის მქონდე ლანდშაფტი,“ — ამბობს თინათინ არველაძე, საბუკოს პოლიტიკის მენეჯერი. „ეს ერთდროულად არის ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილიც და მოქმედი საძოვრების სისტემაც. გამოწვევა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ერთ-ერთი უნდა ავირჩიოთ, არამედ იმაში, რომ შეიქმნას მართვის ისეთი სისტემა, რომელიც მათ თანაარსებობას უზრუნველყოფს“.

აღნიშნულ ტერიტორიაზე საძოვრების მართვის სისტემები დიდი ხანია, აღარ არის გამჭვირვალე და სათანადოდ რეგულირებული, რაც დღემდე გამოწვევად რჩება. არაოფიციალური იჯარა და ქვეიჯარა კვლავაც ქმნის გაურკვეველობას, რაც აფერხებს გრძელვადიან ინვესტიციებს და ართულებს მიწის მდგრად გამოყენებას.

მსგავსი ვითარებაა სამუხშიც. მეცხვარეებს, რომლებიც ტრადიციულად ამ მიწებს იყენებენ, ხშირად არ გააჩნიათ ოფიციალურად აღიარებული უფლებები. ეს მათ აიძულებს, ყოველწლიურად აწარმოონ მოლაპარაკებები საძოვრებზე წვდომის მოსაპოვებლად და არც იმის გარანტია აქვთ, რომ ამ ტერიტორიებს მომავალშიც შეინარჩუნებენ.

აღსანიშნავია არველაძის შენიშვნა იმის შესახებ, რომ მეცხვარეთა უმეტესობა  კონსერვაციის ინიციატივებს არ ეწინააღმდეგება.

„ბევრ მეცხვარეს აქვს სიღრმისეული ტრადიციული ცოდნა ძოვების სისტემების შესახებ,“ – ამბობს ის. „ხშირ შემთხვევაში, მათი პრაქტიკა  ისეთ თანამედროვე მიდგომებს ემთხვევა, როგორიცაა როტაციული ძოვება“.

ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი
მთავარი გამოწვევა: ნიადაგზე ზეწოლა და ხარვეზები მმართველობაში

სინამდვილეში, სამუხის ველზე შექმნილი ვითარება მხოლოდ ნიადაგთან დაკავშირებულ ზეწოლას არ ეხება – მთავარი ისაა, თუ როგორ ხორციელდება მიწის მართვა.

 „ივრის ზეგანის გარკვეულ მონაკვეთებში მიწათსარგებლობის კატეგორიები კვლავ ბუნდოვანია,“ – განმარტავს თინათინ არველაძე. „როდესაც საძოვარს არ გააჩნია ოფიციალური სტატუსი ან დაცვის მექანიზმი, იგი მოწყვლადი ხდება ტრანსფორმაციის მიმართ“.

მიუხედავად იმისა, რომ ეს რისკები უშუალოდ სამუხის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არ არის მკაფიოდ გამოხატული, მსგავსი ტენდენციები უკვე შეინიშნება მომიჯნავე ტერიტორიებზე. ბოლო წლებში, მიმდებარე საძოვრები გადაკეთდა მონოკულტურულ პლანტაციებად, მათ შორის ფსტისა და ზეთისხილის ბაღებად. მსგავსი ცვლილებები გავლენას ახდენს ნიადაგის სტრუქტურაზე, იწვევს ჰაბიტატების ფრაგმენტაციას და ზღუდავს გარეული ცხოველების გადაადგილებას.

 „სტრატეგიული დაგეგმარების გარეშე ფართომასშტაბიანმა პლანტაციებმა შესაძლოა შეზღუდოს გარეული ცხოველების გადაადგილება და გაზარდოს წყლის რესურსებზე დატვირთვა,“ – გვაფრთხილებს არველაძე და დასძენს

 „კანონმდებლობა არსებობს, მაგრამ აღსრულებისა და გამჭვირვალობის მექანიზმები კვლავ გაუმჯობესებას საჭიროებს,“

ფოტო: სალომე დვალი
პოლიტიკიდან პრაქტიკამდე

საბუკოს მიდგომა გულისხმობს როგორც პოლიტიკის ადვოკატირებას, ისე პრაქტიკულ ინტერვენციას.

ამ მიდგომების შემუშავებას ადგილობრივ თემებთან მრავალწლიანი მუშაობა დასჭირდა. როგორც სამუხის ველზე, ისე თუშეთში მეცხვარეებთან მუდმივი დიალოგის შედეგად, საბუკომ მოახდინა მათი საჭიროებების იდენტიფიცირება, აგრეთვე შეძლო მათი ნდობის მოპოვება და საძოვრების გამოყენებასა და მართვასთან დაკავშირებული პრაქტიკული რეკომენდაციების ერთობლივად მომზადება.

ორგანიზაცია მხარს უჭერს მიწის უფრო მკაფიო კატეგორიზაციას, იჯარის გამჭვირვალე სისტემების დანერგვას და კონსერვაციისა და განვითარების დაგეგმარებას შორის უფრო მეტ თანხვედრას.

მას შემდეგ, რაც 2022 წელს სამუხის ველს დაცული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა, ჩამოყალიბდა მონაწილეობითი მართვის საბჭო, რათა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულიყვნენ ადგილობრივი თემები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საჯარო უწყებები. ამჟამად საბუკო მუშაობს მართვის გეგმაზე, რომლის მიზანია საძოვრებით სარგებლობისთვის ოფიციალური ფორმის მიცემა და კონსერვაციასა და ტრადიციულ მეურნეობას შორის ბალანსის დაცვა.

უშუალოდ ადგილზე კი, ძალისხმევა მიწათსარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

 „ჩვენ ვმუშაობთ ფერმერებთან, რათა ძოვება ისე დაიგეგმოს, რომ მიწას აღდგენის საშუალება მიეცეს,“ – ამბობს გიორგი ჩიკორაშვილი, საბუკოს ბუნებრივი რესურსების პროგრამის მენეჯერი.

საბუკომ დანერგა როტაციული ძოვების მიდგომები, ჩაატარა საძოვრების შეფასება და ფერმერებისთვის ტრენინგები და ტექნიკური დახმარება უზრუნველყო.

ორგანიზაციის სამომავლო პრიორიტეტები მოიცავს მართვის გეგმის დასრულებას, კონსერვაციისთვის საჭირო ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწყობას და რეგულირებული ტურისტული მარშრუტების დადგენას, რაც შეამცირებს სენსიტიურ ჰაბიტატებზე ზეწოლას.

ველური ბუნების მონიტორინგი

ეკოსისტემის შესწავლისა და მართვის პროცესში სამეცნიერო კვლევას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

კონსერვაციის პროგრამის ოფიცრის, ნიკა ბუდაღაშვილის განმარტებით, ბოლო პერიოდში ძალისხმევა მიმართული იყო სარსარაკის მიგრაციის მონიტორინგზე. საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით, გუნდმა სამუხის დაცულ ტერიტორიაზე ჩაატარა საველე სამუშაოები და წარმატებით აღჭურვა ერთი ფრინველი GPS გადამცემით.

მიღებული მონაცემები დაეხმარება მკვლევრებს, მიგრაციის მარშრუტები დააიდენტიფიცირონ და უკეთ შეისწავლონ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის სახეობის გადაადგილება.

გარდა ამისა, ხორციელდება სტეპის ბინადარი ფრინველების პოპულაციათა გრძელვადიანი მონიტორინგი, რათა შეფასდეს, თუ როგორ იცვლება ჰაბიტატის პირობები დროთა განმავლობაში.

ფოტო: ხატია ბასილაშვილი
ადამიანური ფაქტორი

ადგილობრივი ფერმერებისთვის მიწის მართვა არ არის აბსტრაქტული საკითხი – ეს მათი ყოველდღიურობაა.

ერთ-ერთი ადგილობრივი მწყემსი ასე აღწერს სამუხის ტერიტორიაზე არსებულ გამოწვევებს:

 „ამჟამად ჩვენ მხოლოდ ერთწლიან იჯარებს გვაძლევენ. ერთ წელს მიწას ვიღებ, მომდევნო წელს კი არ ვიცი, ისევ მექნება თუ არა. შესაძლოა, აუქციონზე სხვამ წაიღოს – იმან, ვინც მეტს გადაიხდის. ეს ნიშნავს, რომ ინვესტიციას ვერ ვახორციელებ.

ხუთი ან ათწლიანი იჯარა რომ მქონდეს, მეცოდინებოდა, რომ ეს მიწა ჩემი დასამუშავებელია. მასში ინვესტიციას ჩავდებდი და უკეთესადაც მოვუვლიდი. დღეს კი ყველაფერი ბუნდოვანია, გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ“.

ის დასძენს, რომ ოფიციალურად გაფორმებული, გრძელვადიანი შეთანხმებები შეცვლიდა როგორც ეკონომიკურ ქცევას, ისე გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას:

 „როდესაც გარანტიები გაქვს, მიწის დაცვის მოტივაციაც მეტია. ამის გარეშე გრძელვადიან პერსპექტივაზე ფიქრი შეუძლებელია“.

ფოტო: თიკო არველაძე
საერთო მომავლისკენ

სამუხის ველი ყალიბდება მიწის ინტეგრირებული მართვის სატესტო ტერიტორიად.

ჯანსაღი ეკოსისტემები ხელს უწყობს ნიადაგის პროდუქტიულობის შენარჩუნებას. მდგრადი ძოვების პრაქტიკა ამცირებს გრძელვადიან რისკებს, ხოლო გამჭვირვალე მმართველობა ხელს უწყობს მხარეთა შორის ნდობის ჩამოყალიბებას.

მიუხედავად ამისა, ახალი საფრთხეები გაცილებით მეტია, ვიდრე ჭარბი ძოვების პრობლემა. საბუკოს ექსპერტების თანახმად, პლანტაციური სოფლის მეურნეობის გაფართოებამ შესაძლოა ფუნდამენტურად შეცვალოს ლანდშაფტი. თუ მეცხვარეობა შემცირდება, ის შესაძლოა მონოკულტურული პლანტაციებით ჩანაცვლდეს, რაც ჰაბიტატის ფრაგმენტაციას გამოიწვევს და შეზღუდავს გარეული ცხოველების გადაადგილებას.

იმის გათვალისწინებით, რომ ტერიტორიაზე უკვე არსებობს სარწყავი ინფრასტრუქტურა, მსგავსი ტრანსფორმაცია სულ უფრო რეალური ხდება.

„სამუხის დაცული ტერიტორიის მომავალი დამოკიდებულია უწყებებსა და ადგილობრივ თემებს შორის კოორდინაციაზე,“ – ამბობს არველაძე. „მხოლოდ დაცული ტერიტორიის სტატუსი ვერ იქნება კონსერვაციული საქმიანობის შედეგების გარანტი“.

ბალანსი თავისით ვერ დამყარდება; მისი მიღწევა უნდა იყოს ზრუნვისა და მოლაპარაკების საგანი, რადგან სამუხის ველი იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ დაცული ტერიტორია. ის გვთავაზობს მოდელს ისეთი ლანდშაფტების მართვისთვის, სადაც ბიომრავალფეროვნება და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური საქმიანობა ერთმანეთისგან განუყოფელია, და სადაც სწორედ ეფექტიანი მმართველობა განსაზღვრავს, რამდენად მყარი იქნება ეს ბალანსი. 

ასევე გაეცანით