საბუკო სკოლებისთვის – “შემოდგომის გამოწვევა” წარმატებით დასრულდა
საგანმანათლებლო პროგრამის – „საბუკო სკოლებისთვის“ კიდევ ერთი სეზონის წარმატებით დასრულება საბუკომ მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა.
მისი მთავარი აქტივობის, „შემოდგომის გამოწვევის“ შემაჯამებელ ეტაპს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 130-მდე სტუმარი – მასწავლებლები, მოსწავლეები, ახალგაზრდა მკვლევარები თუ დარგის სპეციალისტები დაესწრნენ.
რა არის პროგრამა „საბუკო სკოლებისთვის“?
„საბუკო სკოლებისთვის“ არის საბუკოს მიერ შექმნილი გარემოსდაცვითი განათლების პროგრამა, რომელიც უკვე მესამე წელია უწყვეტად ხორციელდება საქართველოს სკოლებისთვის და სხვადასხვა კუთხიდან უკვე 500-მდე მოსწავლეს აერთიანებს.
პროგრამის მიზანია ბიომრავალფეროვნების შესახებ ცოდნის გავრცელება, ველური ბუნების დაფასების ხელშეწყობა და მომავალ თაობაში გარემოსდაცვითი საკითხებისადმი ინტერესის გაღვივება.
საბუკო სკოლებს სთავაზობს უფასო საგანმანათლებლო რესურსებს, ვებინარებსა და გასართობ აქტივობებს, რომლებიც მარტივად ინტეგრირდება სასკოლო პროგრამაში.
სახალისო აქტივობებს ღონისძიებაზე საბუკოს ფოტოხაფანგში მოხვედრაც შეემატა:

სეზონური აქტივობა „შემოდგომის გამოწვევა“ მოიცავდა ჯამში ხუთ გამოწვევას, რომლებმაც მოსწავლეებს ბუნებასთან სიახლოვისა და კვლევითი უნარების განვითარების შესაძლებლობა მისცა:
- გაცნობა – “დაგვამახსოვრეთ თავი”, საბუკოს კუთხის მოსწყობა სკოლაში;
- რეალური ბიომრავალფეროვნება ჩვენს გარშემო;
- ფრინველების მიგრაცია;
- საქართველოს დაცული ტერიტორიები;
- ზამთრის აქტივობები, დაკვირვება ბუნებაზე.
შემაჯამებელი ღონისძიება
ღონისძიება დატვირთული იყო საგანმანათლებლო და შემეცნებითი კომპონენტებით. საბუკოს დირექტორმა, ირაკლი მაჭარაშვილმა და განათლების მენეჯერმა, ვაკო თევდორაძემ ხაზი გაუსვეს პროგრამის სტრატეგიულ როლს კონსერვაციის საქმეში, გაიმართა საბუკოს კონსერვაციის მენეჯერის, თამარ უგუზაშვილის ვორქშოფი – „გარეული ცხოველების საიდუმლო ცხოვრება“, სადაც მონაწილეები გარეული ცხოველების მონიტორინგის მეთოდებს გაეცნენ.
პროგრამების კოორდინატორმა, მარიამ არჩუაძემ კი დამსწრეებს წარუდგინა ორგანიზაციის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი „დოვლათი“, რომელიც ასახავს ლანდშაფტის აღდგენის მასშტაბურ პროექტს „კახეთის სტეპები: ბალანსი ცოცხალ ლანდშაფტსა ან მომავალ უდაბნოს შორის“. პროექტი 2021 წლიდან ემსახურება ივრის ზეგანზე ბიომრავალფეროვნებისა და ადამიანის საქმიანობის ჰარმონიულ თანაცხოვრებას.
გამარჯვებულების დაჯილდოვება
ღონისძიების კულმინაცია იმ სკოლებისა და მოსწავლეების დაჯილდოვება იყო, რომლებმაც „შემოდგომის გამოწვევის“ დავალებები წარმატებით შეასრულეს.
სულ 13-მა სკოლამ (3 თბილისიდან და 10 რეგიონებიდან) გაიარა პროგრამა წარმატებით. მათ შორის იყვნენ ეკოკლუბები სიღნაღიდან, ადიგენიდან, გორიდან, ამბროლაურიდან, ახმეტიდან და მარტვილიდან.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კონკურსს „ფოტოამბავი“, რომელიც ფრინველთა საფრთხეებს ეხებოდა.
კონკურსში გამოვლინდა სამი გამარჯვებული :
- მარიამ მინესაშვილი (თემა: მინასთან შეჯახება);
- თიკო ჩერქეზიშვილი (თემა: სინათლით დაბინძურება);
- ნუკი კუხალშვილი (თემა: გარემოს დაბინძურება)

იმ სკოლებს, რომლებმაც მანძილის გამო ვერ შეძლეს თბილისში ჩამოსვლა (მაგალითად, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლისა და ვარხანის სკოლები), „საბუკოს“ წარმომადგენლები ადგილზე ეწვივნენ და კუთვნილი საჩუქრები პირადად გადასცეს.
გვჯერა, რომ პროგრამაში ჩართული მოსწავლეები მუდამ დარჩებიან ბიომრავალფეროვნების გულშემატკივრები და ჩვენგან მიღებულ ცოდნას სხვებსაც გადასცემენ.