საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია E70 მაგისტრალის ბათუმის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობა, რომლის მიზანიც სატრანზიტო ნაკადის დასახლებული ზონიდან მოშორება, ასევე, ამით – შავი ზღვის სანაპიროს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალის უკეთ ათვისება.
გზის მშენებლობის შერჩეული ალტერნატივა არ კვეთს ჭოროხის დელტას, ის მის სიახლოვეს მდებარეობს. გზის მშენებლობისთვის თანმხლები ინფრასტრუქტურის მოწყობა კი, სავარაუდოდ ზემოქმედებას მოახდენს ფრინველებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე.
პროექტთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემურ საკითხზე საბუკოს მოსაზრებებს წარმოგიდგენთ ამ დოკუმენტში.