საბუკოს მოსაზრებები სს _ჩალიკ ჯორჯია ვინდის ელექტროგადამცემი ხაზების პროექტზე
სს „ჩალიკ ჯორჯია ვინდის“ მიერ, კასპისა და გორის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილია 110 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობა. საქმიანობის მიზანი არის ნიგოზას ქარის ელექტროსადგურიდან (დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ) ელექტროენერგიის ქსელში ინტეგრაცია. საპროექტო ტრასის სიგრძე 23,832 კილომეტრია და 89 საყრდენის მოწყობაა გათვალისწინებული. 2024 წლის 27 ივნისს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდა „გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში სს „ჩალიკ ჯორჯია ვინდის“ 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანისა და ექსპლუატაციის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“ გამოცემული ბრძანება. მიზეზს წარმოადგენდა ის, რომ კომპანიამ სკოპინგის დასკვნის დამტკიცებიდან 3 წლის ვადაში ვერ მიიღო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.
საბუკოს მოსაზრებებს გაეცანით ბმულზე.