საბუკოს მოსაზრებები სამელიორაციო სისტემის მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტზე
2025 წლის 14 თებერვალს შპს “ფარმვეი საქართველო 2023 – 2 ოპკოს” სამელიორაციო სისტემის მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. სამელიორაციო სისტემის, სატუმბი სადგურის, წყალშემკრები ჰიდროტექნიკური ნაგებობის მშენებლობა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ნუშის ბაღის გაშენებისათვის (230 ჰა ფართობზე) არის დაგეგმილი.
2024 წლის 22 ნოემბერს საბუკომ წერილით მიმართა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და მოითხოვა ზომების მიღება. საპროექტო ტერიტორიის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ კომპანია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემამდე, უკანონოდ ახორციელებდა სამშენებლო სამუშაოებს – ჰიდროტექნიკური ნაგებობის მოწყობას. ზედამხედველობის სამსახურმა, ინსპექტირების შედეგად, მართლაც გამოავლინა ეს დარღვევა და შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი.
კომპანიის უკანონო საქმიანობის, კანონმდებლობის დარღვევის გარდა, არ არის დასაბუთებული, თუ რატომ უნდა განხორციელდეს აღნიშნული საქმიანობა. კომპანიის განმარტებით, საქმიანობა ემსახურება ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო დარგის განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური და არამარტო ეკონომიკური, დამოუკიდებლობისთვის. დოკუმენტში არ არის განხილული, კონკრეტულად რა იქნება ეს სარგებელი. ასევე, არ არის შეფასებული, რა ზიანს მიიღებს სახელმწიფო, გარემო, ამ რეგიონში ქაოტურად განხორციელებული მსგავსი მრავალრიცხოვანი პროექტების შედეგად.
სასოფლო-სამეურნეო სავარგულების, მათ შორის ყამირი მიწების ტრანსფორმაციის ამგვარი მასშტაბური პროგრამა სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების გარეშე მიმდინარეობს. დადებითი გადაწყვეტილების მიღებით სახელმწიფო ხელს შეუწყობს, რომ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე დაცულ ტერიტორიებზე ინტეგრირებული შეფასების გარეშე წარიმართოს სხვადასხვა სექტორის მიერ მიწათსარგებლობის ცვლილებასა და წყლის გამოყენებასთან დაკავშირებული საქმიანობები. ეს იქნება ძალიან სახიფათო ტენდენციის დასაწყისი, მით უფრო, რომ პლანტაციური მეურნეობების გაშენება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მზარდ ხასიათს ატარებს.
საბუკოს პოზიციას სრულად გაეცანით დოკუმენტში.