საბუკოს მოსაზრებები თაბაშირის ღია კარიერული წესით მოპოვების სკრინინგის დოკუმენტაციაზე
2024 წლის 8 ივლისს, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტომ გამოაქვეყნა ცხმორის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, 9.396 ჰა ფართობზე, თაბაშირის მოპოვების სკრინინგის პროცედურის დოკუმენტაცია.
საბუკო მიიჩნევს, რომ ლიცენზიის გაცემაზე მსჯელობა უნდა მოხდეს მხოლოდ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დეტალური ანგარიში მომზადების შემდგომ. გზშ ანგარიშში სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს ბიომრავალფეროვნებაზე და ეკოსისტემურ სერვისებზე ზემოქმედების საკითხს, მათ შორის შესაძლო ზემოქმედებას რაჭის არსებულ და საპროექტო დაცულ ტერიტორიებზე, ზურმუხტის ქსელის საიტებზე და მათ შორის ეკოლოგიურ კავშირებზე.
საბუკოს მოსაზრებებს სრულად გაეცანით ბმულზე.