საბუკოს მოსაზრებები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ნუშის ბაღის სამელიორაციო სისტემის მოწყობისა და ექსპლუატაციის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, მიწის კატეგორიების ცვლილებებისა და პლანტაციური მეურნეობების გაშენების მზარდი ტენდენცია შეინიშნება, რასაც შესაძლოა მოყვეს ბიომრავალფეროვნებაზე უარყოფითი ზემოქმედება.

შპს “ფარმვეი საქართველო 2023-2 ოპკო” დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გეგმავს ნუშის ბაღის გაშენებასა (230 ჰა) და სამელიორაციო სისტემის მოწყობას. სკრინინგის ანგარიშის წარდგენის დროს, ბაღის გასაშენებლად შერჩეული ნაკვეთი საძოვარს წარმოადგენდა, თუმცა სკოპინგის ანგარიშიდან ირკვევა, რომ აგვისტოს თვეში, ნაკვეთს კატეგორია შეუცვალეს და სახნავი გახდა.

საქმიანობის განმახორცილებელმა უნდა წარმოადგინოს, თუ რა დასაბუთებული საჭიროება არსებობდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულის მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებისათვის. ასევე, გზშ ანგარიშს თან უნდა დაერთოს მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების არგუმენტაცია.

დღეისათვის, ქაოტურად ხდება მსგავსი პროექტების ინიცირება, ზემოქმედების შეფასება და გადაწყვეტილების მიღებაც. საციცოხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა სექტორების, მიწის მართვის, წყლის გამოყენების ინტეგრირებული შეფასება მოხდეს. ამ საკითხების დარეგულირებისა და რესურსების მდგრადი გამოყენების მიზნით კი – ჩატარდეს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება.

საბუკოს მოსაზრებები და რეკომენდაციები აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია ბმულზე.

ასევე გაეცანით