საბუკოს მიმართვის საფუძველზე მოწვეულმა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ ბალდის კანიონში დაგეგმილ პროექტზე იმსჯელა.

2024 წლის 15 იანვარს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომა მთლიანად ბალდის კანიონში დაგეგმილ ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტს მიეძღვნა. საბჭოს სხდომა მოწვეულ იქნა საბუკოს მიმართვის საფუძველზე.

2023 წლის 20 ნოემბერს, საბუკომ გამოაქვეყნა პოზიცია ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით. დოკუმენტი მომზადდა ოფიციალური საჯარო ინფორმაციისა და ღია წყაროებში (მედია, სოციალური მედია) გავრცელებული ფოტო-ვიდეო მასალის საფუძველზე. საჯარო ინფორმაციის ნაწილი საბუკოს სოფელ ბალდის წარმომადგენლებმა მიაწოდეს, რომლებმაც ორგანიზაციას კონსულტაციისთვის მიმართეს.

2024 წლის 15 იანვარს გამართულ სხდომაზე საბჭოს წევრებმა, სხდომაზე მოწვეულმა წევრებმა, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა სრულად გაიზიარეს საბუკოს არგუმენტები და რეკომენდაციები. სხდომაზე აღინიშნა, რომ კანონმდებლობის თანახმად, დაცული ტერიტორიის ფარგლებში არ უნდა დაიგეგმოს არანაირი საქმიანობა, მათ შორის ნებისმიერი ტურისტული საქმიანობა ან ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც გამოიწვევს ეკოსისტემების რღვევას, სახის შეცვლას, დაზიანებას, შეშფოთებას;რომელსაც შეიძლება მოჰყვეს საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების რაოდენობის შემცირება, საბინადრო გარემოსა და საარსებო პირობების გაუარესება. იმის გამო, რომ პროექტის დაგეგმვის ეტაპზე ბალდის კანიონში ბიომრავალფეროვნების კვლევა არ ჩატარებულა, შეუძლებელია განისაზღვროს საქმიანობის ზეგავლენა ბიომრავალფეროვნებაზე და შემოწმდეს, ირღვევა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნები. კანონმდებლობა ფაქტიურად ავალდებულებს საქმიანობის დამგეგმავს, ასეთი კვლევის ჩატარებას, თუმცა არ განსაზღვრავს კვლევის ჩატარების პროცედურას (მაგალითად, გზშ ანგარიშის მომზადება „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით“). ამასთანავე, პროცედურის არარსებობა არ ათავისუფლებს მას ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის კვლევის ვალდებულებისგან (ანალოგიისთვის, პროცედურა არ არსებობდა, მაგრამ სააგენტოს გადაწყვეტილებით, აუქციონის გამოცხადებამდე მომზადდა  გეოლოგიური და ჰიდროლოგიური ანგარიში). სხდომის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ კანონმდებლობა ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის განვითარების პროექტის მომზადების პროცესში დაინტერესებული პირების ჩართულობას ითვალისწინებს, ხოლო ის ფაქტი, რომ აუქციონი საჯარო იყო და ყველას შეეძლო მასში მონაწილეობა, აბსოლუტურად არ ნიშნავს არც დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირებას და მით უმეტეს, აუქციონის გამართვის შესახებ გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობას. საბჭოს წევრებმა და მოწვეულმა ექსპერტებმა მიმართეს სამინისტროს, რათა მათი დაქირავებული ინვესტორის მხრიდან შეჩერებულიყო ბალდის პროტესტის მონაწილეთა მადისკრედიტებელი მედია-კამპანია, შეიცვალოს პოლიტიკა, რომელიც აძლიერებს პოლარიზაციას საზოგადოებაში და კიდევ უფრო მეტ მოწინააღმდეგეს უჩენს როგორც კონკრეტულად ამ პროექტს, ისე ზოგადად დაცული ტერიტორიების იდეას.

სამინისტრომ და სააგენტომ გაიზიარა საბუკოს ყველა რეკომენდაცია,  კერძოდ, ბიომრავალფეროვნებაზე შესახებ ანგარიშის მომზადების თაობაზე, რომელიც დაადგენს და მიმდინარე/დაგეგმილი სამუშაოების ზეგავლენას ბალდის კანიონის ბიომრავალფეროვნებაზე (იწვევს თუ არა საქმიანობა ბიომრავალფეროვნების დეგრადაციას, ბუნებრივი პირობების ცვლილებას და სხვა ისეთ შედეგებს, რომლებიც შეუთავსებელია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) სახელმძღვანელო პრინციპებთან).

სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო უზრუნველყოფენ ბალდის კანიონის ბუნების ძეგლზე წარმოდგენილ ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასებას ექსპერტების ჩართულობით.

შეფასება განხილული იქნება ყველა დაინტერესებული ექსპერტის და მხარის ჩართულობით. ასევე სამინისტრომ გაიზიარა საბუკოს რეკომენდაცია და უახლოეს მომავალში გასვლითი შეხვედრა გაიმართება ბალდის კანიონის ტერიტორიაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს,  ეკოტურიზმისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სპეციალისტებს და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. ზემოხსენებული პუნქტების შესრულებამდე ბალდის კანიონში შეჩერდება სამშენებლო საქმიანობები.

აღსანიშნავია, რომ საბუკოს ზემოხსენებული რეკომენდაციები გამოქვეყნებისთანავე გაიზიარეს ბალდის თემის წარმომადგენლებმა.

ასევე გაეცანით