საბუკოს განცხადება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ინიცირებული კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” – „რუსული კანონი“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრებას გამორიცხავს. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საბუკოს ნებისმიერი საქმიანობა – ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის, გარემოსდაცვითი პოლიტიკის ან განათლების მიმართულებით ჩაითვლება, როგორც უცხოური გავლენის გატარება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – საბუკო შეუერთდა მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებას და რუსული კანონის ჩაგდებამდე შევაჩერეთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა. ჩვენ უარი ვთქვით:

ა) ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობაზე;

ბ) სამუშაო ჯგუფებსა და მრჩეველთა საბჭოებში მუშაობაზე;

გ) საერთაშორისო თუ სხვა სამუშაო ფორმატებში ხელისუფლებასთან კოორდინაციაზე.

ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე, რომლიც მოიცავს ბიომრავალფეროვნების კვლევას, კონსერვაციული ღონისძიებების შემუშავებას და ლანდშაფტის (გარემოს) აღდგენას დაცულ ტერიტორიებზე და მათ გარეთ, გარემოსდაცვით ადვოკატირებას და საგანმანათლებლო საქმიანობას. ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ ხალხისთვის. და ვინაიდან დაცული ტერიტორიებიც, ტყეც, მდინარეც, ჩვენ – ხალხს გვეკუთვნის, სანამ შესაძლებლობა გვექნება, ვიმუშავებთ და ვიბრძოლებთ ამ ღირებულებების დაცვისა და შენარჩუნებისათვის.

ის, რომ ვაჩერებთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობას, სამუშაო ჯგუფებსა და მრჩეველთა საბჭოებში მუშაობას, არ ნიშნავს, რომ არ დავინტერესდებით ამ ჯგუფებისა და საბჭოების საქმიანობით; არ გავუწევთ მონიტორინგს დაცულ ტერიტორიებზე გარემოსდაცვითი დანაშაულის გამოვლენისა და ბრაკონიერობასთან ბრძოლის ეფექტურობას; არ გამოვიკვლევთ სახეობებსა და ჰაბიტატებს, არ გავწევთ რეკომენდაციებს მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების დანერგვისათვის; არ მოვამზადებთ შენიშვნებსა და წინადადებებს გზშ დოკუმენტებსა თუ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე; არ დავიცავთ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს და არ გავაძლიერებთ მათ შესაძლებლობებს.

თითოეულ ჩვენს პროექტს ახლავს რისკები, რომელთაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიონ საქმიანობაზე. ასეთ რისკებს განეკუთვნება რეგიონულ და ეროვნულ დონეზე მომხდარი პოლიტიკური ცვლილებებიც, მათ შორის პოლიტიკური პრიორიტეტების ცვლილება. მათ წინასწარ ვერასდროს გათვლი, თუმცა მზად ვართ, რომ ვითარების შესაბამისად შეცვალოთ დაგეგმილი ქმედებები – ისე, რომ არ გადავუხვიოთ საბუკოს მიზანს და მისიას და ბოლომდე წარმატებით მივიყვანოთ დაწყებული პროექტები. ჩვენ მზად ვართ, მომავალში მხარში დავუდგეთ მათაც, ვინც ახლა ისტორიის საწინააღმდეგო მხარეს იმყოფება.

ასევე გაეცანით