საბუკოს განცხადება რიონის ხეობის მცველების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციასა და სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის შესახებ

საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის-საბუკო ეხმიანება რიონის ხეობის მცველების მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ორგანიზებულ საპროტესტო აქციას და პს ,,ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა’’ზე 49 წლით გაცემული სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის საკითხს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული გამოხატვის და შეკრებების თავისუფლება და გარემოს დაცვის უფლება. ჩვენ ვგმობთ სამართალდამცველთა მიერ რიონის ხეობის მცველების მიმართ ჩადენილ ძალადობას.

მიგვაჩნია, რომ შპს ,,ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა’’-ზე სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია გაცემულია საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის საერთაშორისო შეთანხმებების არაერთი დარღვევით და სწორედ ამ მიზეზით უნდა გაუქმდეს. ამასთანავე, ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის გაცემიდან დღემდე ჩადენილი დარღვევებიც მისი გაუქმების მყარ საფუძველს იძლევა.

საბუკო მიიჩნევს, რომ რაჭის განვითარების ღერძი უნდა იყოს სხვადასხვა ტიპის დაცული ტერიტორიებისგან შექმნილი ქსელი, რომელთა მმართველობასა და მართვაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ადგილობრივი მოსახლეობა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) რეკომენდაციების შესაბამისად. რაჭის ეროვნული პარკი უნდა გაფართოვდეს. იმისათვის, რომ კლიმატის ცვლილების ფაქტორის გათვალისწინებით, დაცული იყოს ბიომრავალფეროვნება, მტკნარი წყლის რესურსები და ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგების პრევენცია მოხდეს, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული შოვის ტრაგედიის მსგავსი მოვლენები, ეროვნული პარკში უნდა შევიდნენ მდინარეები და მდინარეთა სათავეები. ბუნებათსარგებლობის ტრადიციების შენარჩუნებისა და განვითარებისთვის, ტყისა და სხვა ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის და მის მართვაში ადგილობრივი თემების უზრუნველსაყოფად, სათანადო კვლევების საფუძველზე და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით, უნდა განვითარდეს ისეთი მექანიზმები, როგორებიცაა „დაცული ლანდშაფტი“ და „მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია“. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ასეთ ტერიტორიებს მართავს ადგილობრივი მოსახლეობა. კონსერვაციის ხელშეწყობისა და ეკოლოგიური კავშირების უწყვეტობისთვის უნდა განვითარდეს ისეთი ინსტრუმენტები, როგორებიცაა „ტერიტორიაზე დაფუძნებული ეფექტური საკონსერვაციო ღონისძიებები (OECMs)1. ჩვენი რწმენა ემყარება ბიომრავალფეროვნების დაცვის კონვენციის მიდგომას – „ადამიანი, თავისი კულტურული მრავალფეროვნებით, არის ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი“.

ასევე გაეცანით

Facebook X Instagram YouTube