როგორ მოვიქცეთ, თუ ფრინველი ვიპოვეთ?

თბილისში ზაფხულის დადგომასთან ერთად, ხშირად ვხვდებით დაბლა ჩამოვარდნილ ბარტყებსა თუ ზრდასრულ ფრინველებს. განსაკუთრებით ხშირად ადამიანები ნამგალებსა და კირკიტებს პოულობენ. 

ფრინველის დასახმარებლად, პირველ რიგში, უნდა დავადგინოთ, რომელი სახეობაა ჩვენ წინაშე.

ნამგალა (Common Swift)
ნამგალა თითქმის მთელ ცხოვრებას ჰაერში ატარებს. მათ შეუძლიათ თვეების განმავლობაში იფრინონ მიწაზე დაუშვებლად. მათ აქვთბრტყელი თავი, ძალიან პატარა ნისკარტი, ფართო პირი და მუქი შეფერილობა. მოკლე ფეხებისა და გრძელი ფრთების გამო, ნამგალას მიწიდან აფრენა უჭირს, ამიტომ მიწაზე აღმოჩენილი ფრინველი ყოველთვის საჭიროებს დახმარებას.
როგორ დავეხმაროთ?
თუ ნამგალას დაზიანება არ ეტყობა, ის უბრალოდ უნდა დასვათ შემაღლებულზე ან ხელით უბიძგოთ მაღლა, რომ თავისით აფრინდეს.
თუ ფრინველი აშკარად დაზიანებულია (მიათრევს ფრთას, სისხლიანია, უგონოდაა), მოათავსეთ ყუთში: გამოიყენეთ მუყაოს ყუთი, რომელშიც დაგებული იქნება ქაღალდის ხელსახოცი ან პირსახოცი. ყუთს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სავენტილაციო ხვრელები.
დაზიანებული ფრინველი შოკურ მდგომარეობაშია. მოათავსეთ ყუთი ბნელ და მშვიდ ადგილას. ნამგალები მწერებით იკვებებიან, შეგიძლიათ მოუხარშოთ კვერცხის გულიც.
კირკიტა (Common Kestrel)
კირკიტა მტაცებელი ფრინველია, რომელსაც მოკაუჭებული ნისკარტი, თვალის ქვეშ შავი „ცრემლის“ ზოლი და დაწინწკლული ფრთები აქვს. ისინი ხშირად ბუდობენ შენობების ნაპრალებში, აივნებსა და სახურავებზე.
ზაფხულში ხშირად ვხვდებით კირკიტას ბარტყებს, რომლებიც ფრენას სწავლობენ და შეიძლება მიწაზე აღმოჩნდნენ. ეს არ არის საგანგაშო და რამდენიმე მცდელობის შემდეგ, ისინი გაფრენას მოახერხებენ.
თუ თქვენ მიერ ნაპოვნი ბარტყი დაზიანებული არაა, ის არ უნდა წამოიყვანოთ სახლში. უმეტესად, ისინი ბუდესთან ახლოს არიან და არც მშობლები დატოვებენ მარტოს, თუნდაც თქვენ იმ მომენტში მათ ვერ ხედავდეთ. თუ ბარტყს საფრთხე ემუქრება, გადასვით უსაფრთხო, შემაღლებულ ადგილას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „საბუკო“ არ არის სარეაბილიტაციო ცენტრი. ჩვენ არ გაგვაჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სამედიცინო რესურსი ან პერსონალი ფრინველების მოსავლელად და სამკურნალოდ. განსაკუთრებულ შემთხვევებში, თბილისის ზოოპარკი თავისი მწირი რესურსებით ახერხებს ფრინველებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას, რეაბილიტაციასა და ბუნებაში დაბრუნებას.
თუ იპოვით დიდი ზომის ფრინველს (მაგალითად, არწივს ან ფასკუნჯს), დაუკავშირდით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და ასევე შეგვატყობინეთ ჩვენ, „საბუკოს“, რათა ვიყოთ საქმის კურსში.

ასევე გაეცანით