რატომ არ ვაქრობთ ხანძრებს?

მოსავლის აღებასთან ერთად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო მიწებზე გაჩენილი ხანძრები ყოველ წელს აქტუალური საკითხია.

ნაკვეთების ნამჯისაგან გასაწმენდად მისი დაწვა გავრცელებული პრაქტიკაა ფერმერებში, რაც აზიანებს ნიადაგს, საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას და ანადგურებს ქარსაფარ ზოლებს.

ყოველივე ეს უნდა რეგულირდებოდეს ნარჩენების მართვის პრინციპებით, რომელთა ძირითადი პოსტულატია ის, რომ ეს პროცესები უნდა მიმდინარეობდეს გარემოსა და ადამიანის ჯანრმთელობისთვის საფრთხის შექმნის გარეშე. გარდა ამისა, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა ჯარიმდება 200 ლარით.

7 აგვისტოს, ჩვენ თავად გავხდით მასშტაბური ხანძრების მოწმეები შირაქის ველზე, სადაც დიდ ტერიტორიაზე ხდებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ნარჩენებისა და ბალახის ღიად წვა. მიუხედავად იმისა, რომ იწვოდა საქარე ზოლი და არსებობდა მისი მთლიანად განადგურების საფრთხე, საბუკოს თანამშრომლების მიერ გამოძახებულმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ეკიპაჟმა უარი თქვა ხანძრის ჩაქრობაზე იმ მიზეზით, რომ იწვოდა კერძო ტერიტორია.

ფაქტზე რეაგირება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოვალეობაა, თუმცა,  გარემოსა და სოფლის მეურნეობის დაცვის სამინისტროს  საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირებმა ვერ მოგვაწოდეს ზუსტი ინფორმაცია ნარჩენების ღია წვასთან დაკავშირებით და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფლებამოსილების შესახებ. ზემოთხსენებული უწყებები მოვალეობებს სხვადასხვა დეპარტამენტს აკისრებენ და ლიკვიდაციის პროცესის მართვას უწყებებს შორის ამისამართებენ.

როგორც გარემოსდამცველები ამტკიცებენ, მიწის მოვლის ეს მეთოდი საზიანო იმითაცაა, რომ ყველაზე ნაყოფიერი უბნები რისკის ქვეშ ექცევა გარდა ამისა,  ბინძურდება ჰაერი, ნადგურდება ქარსაცავი ზოლები, ატმოსფეროში გამოთავისუფლდება ნახშირბადი და იზრდება შემთხვევითი ხანძრების  და ეროზიების განვითარების საფრთხე.  წვის შედეგად წარმოქმენილი  ნაერთები, დიოქსინები,  უშუალო უარყოფით ზეგავლენას ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობაზე.

სასოფლო-სამეურნეო ნიადაგებზე დიდწილად დამოკიდებულნი არიან მტაცებელი ფრინველებიც, რომელთათვის ღია ტერიტორიები ძირითად სანადირო ადგილებს წარმოადგენს,  ხანძრებს კი მათი შეწუხება და მსხვერპლის განადგურება მოჰყვება.

სამწუხაროდ დღემდე, როგორც მუნიციპალიტეტი, ასევე სამინისტრო უძლურია პრობლემასთან გამკლავების კუთხით.

ასევე გაეცანით

HEY YOU, SIGN UP AND CONNECT TO SABUKO!

Be the first to learn about our latest trends and get exclusive offers

Will be used in accordance with our Privacy Policy

Facebook Twitter Instagram YouTube
Start typing to see products you are looking for.