მოსწავლეები ლეოპარდის დასაცავად

2026 წლის გაზაფხულზე, საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის „საბუკომ“, საგანმანათლებლო პროგრამის – „საბუკო სკოლებისთვის“ ფარგლებში, მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანია „გახდი ლეოპარდის მცველი“ წამოიწყო. ეს ინიციატივა მიეძღვნა ჩვენი რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და ქარიზმატულ, თუმცა კრიტიკულად საფრთხეში მყოფ სახეობას – ლეოპარდს (Panthera pardus).
რატომ ლეოპარდი?
ლეოპარდი საქართველოში არაერთხელ დაუფიქსირებიათ, მათ შორის ივრის ზეგანზე, სადაც „საბუკო“ წლებია ლანდშაფტის აღდგენაზე მუშაობს. ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების დაცვისა და აღდგენის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი ამ ტერიტორიაზე ლეოპარდის დაბრუნებაა.
საზოგადოებაში ამ სახეობის შესახებ ბევრი მითი და არასწორი ინფორმაცია არსებობს: ბევრს ჰგონია, რომ ლეოპარდი საქართველოში არ გვხვდება, ხშირად სხვა ცხოველებში ერევათ. კამპანიის მიზანი სწორედ ამ დამოკიდებულების შეცვლა და მომავალი თაობისთვის იმ სწორი ინფორმაციის მიწოდებაა, რომელიც ამ უნიკალური მტაცებლის გადარჩენას შეუწყობს ხელს.
კამპანიის მასშტაბები და აქტივობები
„გახდი ლეოპარდის მცველი“ კამპანიის ირგვლივ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 15 საჯარო და კერძო სკოლა გაერთიანდა:
- თბილისის N169 საჯარო სკოლა;
- ანანურის საჯარო სკოლა;
- თბილისის N159 საჯარო სკოლა;
- ლეციცხვაიეს საჯარო სკოლა, მარტვილი;
- ამერიკული სკოლა პროგრესი, ბათუმი;
- ხიდისთავის საჯარო სკოლა, გორი;
- სერვანტესის გიმნაზია აია-ჯესს, თბილისი;
- თელეთის საჯარო სკოლა;
- სკოლა გენიოსი ,,შპს” დეა;
- კასრისწყალის საჯარო სკოლა;
- თბილისის N108 საჯარო სკოლა;
- ილიაწმინდას საჯარო სკოლა;
- დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლა;
- ნაქალაქევის საჯარო სკოლა;
- გელათის საჯარო სკოლა, ტყიბული;

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებისთვის ჩატარდა სამი ძირითადი ვებინარი, რომლებსაც საბუკოს გუნდის წევრები უძღვებოდნენ:
- რეალური ბიომრავალფეროვნება ჩვენს გარშემო (ეკა არსენაშვილი).
- ბიომრავალფეროვნების საფრთხეები (მარიამ არჩუაძე).
- დაცული ტერიტორიების როლი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში (ვაკო თევდორაძე).
სკოლებში კამპანია მრავალფეროვანი მეთოდებით წარიმართა. დაინიშნა „ლეოპარდის დღეები“, მოეწყო სპეციალური კუთხეები, ჩატარდა ეკო-გაკვეთილები და თოჯინების თეატრიც კი. მოსწავლეებმა შექმნეს კროსვორდები, კითხვარები და საინფორმაციო გაზეთები. ზოგიერთი სკოლა ინტერაქციულ გასვლასაც კი მოაწყო ზოოპარკში ლეოპარდის რეალურად სანახავად. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია იმის სწავლამ, თუ როგორ იყენებენ მკვლევრები ფოტოხაფანგებს ლეოპარდების დასაფიქსირებლად და კვალის ამოსაცნობად.
მიღწეული შედეგები და „ლეოპარდის მცველის“ სტატუსი
კამპანიის დასასრულს გამოვლინდნენ აქტიური მოსწავლეები ჯამში 10 სკოლის წარმომადგენელმა 18 მოსწავლემ მოიპოვა „ლეოპარდის მცველის“ საპატიო სტატუსი. მათ შორის არიან მოსწავლეები თბილისის, მარტვილის, ანანურის, ასპინძის, სიღნაღის, გორის და ტყიბულის სკოლებიდან.

გელათის საჯარო სკოლის მოსწავლე ნია ივანეიშვილმა კამპანიის ფარგლებში მოამზადა საინფორმაციო გაზეთი, V კლასელებს გადასცა ლეოპარდის პრინტიანი წიგნის სანიშნები და მოაწყო მოსწავლეთა ნახატების გამოფენა. პროექტში მას გვერდში ედგნენ თანაკლასელები და საორგანიზაციო საკითხებში მხარდამჭერი მოსწავლეები.
თბილისის №108 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი ღვალაძემ ჩაატარა ინტერაქციული შეხვედრა, სადაც მოსწავლეებმა გაიცნეს ლეოპარდის საცხოვრებელი გარემო და მის წინაშე არსებული საფრთხეები. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია და სახალისო ვიქტორინა, რომელმაც ღონისძიება განსაკუთრებით საინტერესო გახადა.

ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი გვალიამ, ანამარია თოფურიამ და მათმა გუნდმა გაბრიელ წულაია, ლუკა ძიძიგური და მეგი ციცხვაია – ერთი დღის განმავლობაში ჩაატარეს პრეზენტაციები, შექმნეს ბუკლეტებით, ნახატებითა და ვიზუალური მასალით სავსე საინფორმაციო კუთხე და ბავშვებში ეკოლოგიური ცნობიერება გაზარდეს.

თბილისის N159 საჯარო სკოლის მოსწავლე თეკლა მეიშვილმა სკოლაში გააკეთა საინფორმაციო დაფა ლეოპარდის შესახებ და ჩაატარა რამდენიმე შეხვედრა, სადაც ბიომრავალფეროვნებაზე მომზადებული თამაშებითა და აქტივობებით გაუზიარა თანატოლებს ცოდნა საქართველოს ველური ბუნების შესახებ.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანანურის საჯარო სკოლას დღეიდან სამი ლეოპარდის მცველი ყავს. ქეთი შალვაშვილმა მოაწყო “ლეოპარდის დღე” და ეწვია საბავშვო ბაღს, სადაც ყველაზე პატარა მცველებს გაუზიარა ცოდნა. ნიკოლოზ ხაჩიძემ და ბექა ყარმაზანაშვილმა კი სკოლის საზოგადოებისთვის ჩაატარეს შემეცნებითი პრეზენტაცია.

თბილისის N169 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ფიცხელაურმა ეკოკლუბთან ერთად მოაწყო “ლეოპარდის დღე”: ჩაატარა პრეზენტაციები, შექმნა QR კოდებიანი სტენდი, მოაწყო შემეცნებითი კუთხე: “ეძებე ლეოპარდის კვალი”, “მოუსმინე ლეოპარდის ხმას” და “დააკვირდი ლეოპარდს” 3D სათვალეებით. 23 მაისს კი ბოტანიკური ბაღის ფესტივალზე საბუკოს მოხალისედ მონაწილეობდა სამეცნიერო ბლიცზე.

ხიდისთავის საჯარო სკოლის მოსწავლე ბარბარე მიკირტიჩიანმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ჩაატარა საგანმანათლებლო კამპანია მასწავლებლების თანდასწრებით – ილაპარაკა ლეოპარდზე, ბავშვებთან ერთად გააფერადა ლეოპარდის ნახატები და ჩაატარა შემაჯამებელი აქტივობები.
ნაქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თამარ თედორაძემ და მარიამ ბერიძემ აქტიურად წარმართეს თავიანთი კამპანია და განსხვავებული აქტივობებიც ჩაატარეს დაწყებით კლასელებს თამაშებით გააცნეს ჯიქის ცხოვრება და გადაშენების საფრთხე, შექმნეს საინფორმაციო პლაკატები და ჩაატარეს ეკო-გაკვეთილი არა მხოლოდ იმაზე, რომ ჯიქი უნდა დავიცვათ, არამედ რატომ?
სკოლა გენიოსი ,,შპს” დეა – ასევე ორი ლეოპარდის მცველი ყავს ანა ხუტაშვილი და ანასტასია მუმლაძე, ორივე მონაწილე მოსწავლემ დამოუკიდებლად იმუშავა და ჯამში 300-მდე ადამიანს გაუზიარეს ცოდნა ლეოპარდის შესახებ, ანასტასიამ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა ლეოპარდზე, მოაწყო ,,ლეოპარდის კუთხე”, თოჯინების თეატრი, ანას აქტივობები შეხვედრებთან ერთად მოიცავდა ზოოპარკში ინტერაქციული გასვლას, ლეოპარდის რეალურად სანახავად, დოკუმენტური ხასიათის ვიდეოს გადაღებას, ლეოპარდის დღის მოწყობას.
ილიაწმინდას საჯარო სკოლის მოსწავლე საბა ჭიღვარიამ პრეზენტაციის ფორმატში გააცნო ბავშვებს ლეოპარდის ჰაბიტატი, კვება და ბუნებაში მისი მნიშვნელობა. ჩართულობის გასაზრდელად ჩაატარა შემეცნებითი ქვიზები, რომლებმაც სწავლის პროცესი საინტერესო და დასამახსოვრებელი გახადა.
„ბუნების დაცვა იწყება ცოდნით“ – ეს არის კამპანიის მთავარი გზავნილი. „საბუკო“ კვლავაც აგრძელებს მუშაობას პროგრამის „საბუკო სკოლებისთვის“ ფარგლებში, რადგან გვჯერა, რომ ველური ბუნების ბედი სწორედ იმ თაობის განათლებაზეა დამოკიდებული, რომელმაც ხვალ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.
მადლობა თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს ამ უმნიშვნელოვანესი მისიის ირგვლივ გაერთიანებისთვის!