მანიფესტი – რაჭის მდგრადი განვითარებისთვის

ვისაც გული შეგტკივათ რაჭაზე და მიგაჩნიათ, რომ:

  • ადამიანებმა ბუნებასთან ჰარმონიაში უნდა იცხოვრონ;
  • რაჭის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება დაეფუძნოს არა წიაღის მოპოვებას და არაგონივრულ ინდუსტრიულ პროექტებს, არამედ ბიომრავალფეროვნების დაცვასა და რესურსების ბუნების მიმართ მეგობრულ გამოყენებას;
  • ბუნების დაცვისა და მდგრადი გამოყენების ქვაკუთხედი არის ეროვნული პარკები და სხვა დაცული ტერიტორიები, ხოლო მათი დაარსებისა და მართვისას აღიარებული და გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილობრივი თემების უფლებები, ტრადიციულ ტერიტორიებზე მათი უფლებების ჩათვლით

გთხოვთ, საკუთარი ან ორგანიზაციის სახელით, ხელმოწერით შემოუერთდით მანიფესტს რაჭის მდგრადი განვითარებისათვის. სრული ტექსტი მოცემულია ქვემოთ. 

მიუთითეთ სახელი
Field is required!
Field is required!
მიუთითეთ გვარი
Field is required!
Field is required!
ელ-ფოსტის მისამართი:
Field is required!
Field is required!
ორგანიზაცია
Field is required!
Field is required!
რეგიონი
Field is required!
Field is required!
კომენტარი (სურვილისამებრ)
Field is required!
Field is required!

 

ჩვენ, ხელმომწერნი:

ვაცნობიერებთ რა, რაჭის ბიომრავალფეროვნების გლობალურ მნიშვნელობას, სადაც მრავალფეროვანი ეკოსისტემები წარმოადგენენ მრავალი საფრთხის წინაშე მყოფი და ენდემური სახეობის საბინადრო გარემოს და სადაც ჯერ კიდევ გვხვდება დედამიწის ზომიერი სარტყელის ერთ-ერთი უკანასკნელი ხელუხლებელი ტყეები.

ვაღიარებთ რა, რაჭის ეკოსისტემების დიდ როლს ადამიანების კეთილდღეობაში, როგორც მერქნული და არამერქნული რესურსების, ისე წყალმარეგულირებელი, ეროზიის საწინააღმდეგო, ზვავის შემაფერხებელი, რეკრეაციული მნიშვნელობის გამო.

გამოვხატავთ რა შეშფოთებას, იმ ფაქტით რომ დაგეგმილი და მიმდინარე საქმიანობები, როგორებიცააჰესების მშენებლობა, უკანონო და არამდგრადი ტყეთსარგებლობა და ნადირობა, წიაღის მოპოვება, ტურიზმის არასწორი განვითარება ემუქრებიან რაჭის ბუნებრივ და კულტურულ ლანდშაფტს.

ვაღიარებთ რა, რომ 21-ე საუკუნეში, ბუნების დაცვას განსაკუთრებული როლი ენიჭება კლიმატის ცვლილებისა და სხვა გლობალური ეკოლოგიური კატაკლიზმების გავლენის შერბილებაში.

მივიჩნევთ რა, სახელმწიფომ დღემდე ვერ შექმნა მმართველობის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფდა  ტყისა და სხვა ეკოსისტემების მდგრად მართვას, სარგებლის სამართლიან გადანაწილებას და მინიმუმამდე დაიყვანდა უკანონო სარგებლობის და კორუფციის შესაძლებლობას, ასევე ადგილობრივი მიწათსარგებლობის ტრადიციების გათვალისწინებით, უზრუნველყოფდა საზოგადოების მონაწილეობას ბუნებრივი რესურსების მართვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ვაცხადებთ რა, რომ მიუხედავად რაჭის ბიომრავალფეროვნების ღირებულებისა, სამი ათეული წლის განმავლობაში გარემოსდაცვითი ორგანიზაციების მრავალი მცდელობისა და საზოგადოების დიდი სურვილისა, რაჭაში 2022 წლამდე არ არსებობდა დაცული ტერიტორია, ვინაიდან ამას ეწინააღმდეგებოდა ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციით დაინტერესებული სხვადასხვა ფინანსური ჯგუფი (ტყის ჭრის, წიაღის მოპოვების, ჰესების მშენებლობის ბიზნესები).

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ ახლადდაარსებული რაჭის ეროვნული პარკის კონსერვაციული ღირებულება ძალზე მცირეა, ვინაიდან მისი ფარგლებიდან ამოჭრილია მდინარეები, მდინარეთა სათავეები (ჰესების მშენებლობის მიზნით) და ლანდშაფტის ცენტრალური ნაწილი (წიაღისეულის მოპოვების მიზნით), ხოლო არსებული ზონირება არ შეესაბამება ეროვნული პარკის სტანდარტებსა და მოთხოვნილებებს. პარკი იზოლირებულია და არ არის ინტეგრირებული ერთიან ლანდშაფტში.

ასევე ხაზს ვუსვამთ რა, რომ დღეისათვის არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი საზოგადოების მონაწილეობა მის საბინადრო გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში და მით უმეტეს – საკუთარი თემის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების მართვაში. შესაბამისად, მკვეთრ გაუმჯობესებას საჭიროებს საზოგადოების მონაწილეობა დაცული ტერიტორიების დაარსების, განვითარების და მათვის  საკითხებში.

ვაცხადებთ, რომ თუ შენარჩუნდა ტენდენცია, როდესაც დაცული ტერიტორიების დაარსებისას პრიორიტეტი ენიჭება არა ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს, არამედ სხვადასხვა მსხვილი ბიზნესის მხრიდან ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ მიზნებს; და თუ შენარჩუნდა დაცული ტერიტორიების ცენტრალიზებული მართვის სტილი, მაშინ ეს სექტორი ჩიხში აღმოჩნდება და ვერ მიაღწევს კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზანს: თვითმყოფადი ბუნებრივ-კულტურული გარემოსა და მისი ცალკეული კომპონენტების მომავალი თაობებისათვის შენარჩუნება, ადამიანის სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობის პირობების დაცვა და საზოგადოების ცივილიზებული განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძვლების შექმნა.

მიგვაჩნია, რომ რაჭის მომავალი განვითარების საფუძველი უნდა გახდეს ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და სამართლიანობაზე დამყარებული მდგრადი გამოყენება, რა დროსაც აღიარებული და გათვალისწინებული იქნება  ადგილობრივი თემების უფლებები, ტრადიციულ ტერიტორიებზე მათი უფლებების ჩათვლით. ჩვენი ხედვა ემყარება რწმენას  – ეკოსისტემურ მიდგომას: ადამიანი, თავისი კულტურული მრავალფეროვნებით, არის ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი.  ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე,

 

ვთანხმდებით შემდეგზე:

·       სხვადასხვა დაინტერესებული მხარის თანამონაწილეობით, როგორებიცაა ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოსდაცვითი ორგანიზაციები, სამეცნიერო და სასწავლო ინსტიტუციები, სამთავრობო დაწესებულებები და თვითმმართველობა, შესაბამისი კვლევების საფუძველზე გაფართოვდეს არსებული რაჭის ეროვნული პარკი. ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილების დასაცავად, მასში უნდა შევიდეს დღევანდელი ეროვნული პარკიდან წიაღის მოპოვებისა თუ სხვა ინდუსტრიული პროექტების განვითარების მიზნით ამოჭრილი ადგილები. ასევე, კლიმატის ცვლილების ფაქტორის გათვალისწინებით, ბიომრავალფეროვნება დაცვისა და ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგების პრევენციის მიზნით, ეროვნული პარკის ფარგლებში უნდა შევიდეს ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები – მდინარეები და მდინარეთა სათავეები. შოვის ტრაგედიამ ნათლად დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატაკლიზმების პრევენცია და დაუშვებელია მყინვარების ძირში და კლდოვან მასივებში ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების წარმოება წიაღის მოპოვებისა თუ ჰესების მშენებლობის მიზნით. რაჭის ეროვნული პარკის დაარსების შესახებ კანონში უნდა შევიდეს ცვლილებები, რითაც არა მხოლოდ მისი ფართობი, არამედ მართვაში ადგილობრივი მოსახლეობის  როლიც გაიზრდება.

·       ადგილობრივი მოსახლეობის, გარემოსდაცვითი და სამეცნიერო ორგანიზაციების აქტიური, შინაარსობრივი მონაწილეობით შეიქმნას ეროვნული პარკის მართვის გეგმა; ბუნების დაცვისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების ჰარმონიზებით მოხდეს ეროვნული პარკის ზონირება და საზღვრების კორექტირება, რითაც პარკიდან გამოიყოფა კერძო და სათემო სავარგულები. პარკის სათანადო ნაწილში უნდა გამოიყოს ტრადიციული გამოყენების ზონა, სადაც მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია ბუნებრივი რესურსების გამოყენება ბუნების მიმართ მეგობრული მეთოდებით.

·       რაჭის იმ მიწებს, რომლებიც ტრადიციულად გამოიყენება ხე-ტყის და სხვა ბუნებრივი რესურსების მოსაპოვებლად, უნდა მიენიჭოს „მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის“ სტატუსი,  რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) VI კატეგორიის დაცულ ტერიტორიას – „დაცული ტერიტორია ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებით“. ამ ტიპის დაცულ ტერიტორიებს მართავს ადგილობრივი საზოგადოება, ხოლო კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლს განახორციელებს სახელმწიფო. დღეისათვის, ამ კატეგორიის დაცული ტერიტორიის დაარსება არის ბუნებრივი რესურსების მართვის დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მართვის ერთადერთი იურიდიული მექანიზმი.

·       სამეცნიერო კვლევების საფუძველზე და ადგილობრივი მოსახლეობის შინაარსობრივი მონაწილეობით, სხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიების და სხვა კონსერვაციული მექანიზმების გამოყენებით, უზრუნველყოფილი უნდა იქნას ეკოლოგიური კავშირების, სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს აღდგენა და მყარი საფუძველი შეიქმნას ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროექტების  განსახორციელებლად.

ჩვენ, ხელმომწერებს, მიგვაჩნია, რომ ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსებისა და ეკოსისტემების მდგრად მართვას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, წინ აღუდგება დესტრუქციულ პროექტებს და განაპირობებს რაჭის მოსახლეობის კეთილდღეობასა და  მიწათსარგებლობის საუკეთესო ტრადიციების აღდგენა-შენარჩუნებას. ამგვარი მიდგომა იქნება ხელისუფლებისა და საზოგადოების თანამშრომლობის და ერთობლივი პასუხისმგებლობის აღების ყველაზე მისაღები და ერთადერთი გზა, რომელიც უზრუნველყოფს რაჭის აღორძინებასა და მდგრად განვითარებას.

ხელმომწერები:

  1. საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – საბუკო
  2. რაჭის სათემო ორგანიზაცია
  3. შქმერის სათემო ორგანიზაცია
  4. მწვანე ალტერნატივა
  5. მთის ამბები
  6. კახა არცივაძე
  7. გოგა გაგნიძე
  8. ნინო ზაუტაშვილი
  9. ლევან ბუთხუზი
  10. სიმონ ჭიხორია
  11. მარიამ დევიძე
  12. ლადო ბასილიძე
  13. მიხეილ კობალაძე
  14. კესო გობეჯიშვილი
  15. მარიამ ბაქრაძე
  16. გიორგი ფარქოსაძე
  17. ქეთევან კანდელაკი
  18. ნინო წიკლაური
  19. ნანა ცხადაძე
  20. გიორგი ბულია
  21. ნინო გუჯარაიძე
  22. მარიკა ზარანდია
  23. ზურაბ ღავთაძე
  24. რატი მეტრეველი
  25. ირაკლი სებისკვერაძე
  26. პაპუნა გაგნიძე
  27. ირაკლი გოჯიაშვილი
  28. დავით მორჩილაძე
  29. ნინო ცხადაძე
  30. ია კობახიძე
  31. ელისაბედ გედევანიშვილი
  32. ქეთევან ხიდაშელი
  33. რატი გაგნიძე
  34. ნინო ჩუხტიაშვილი
  35. ნანა მირიანაშვილი
  36. თამილა მახვილაძე
  37. ნინო ჯოხაძე
  38. მარი თავაძე
  39. თემურ ჯოხაძე
  40. ნათია გელაძე
  41. დავით გოგელიძე
  42. ლელა ჯოხაძე
  43. მარიამ ნამიჭეიშვილი
  44. გიორგი გაგნიძე
  45. გოგი გაგნიძე
  46. ნინო მარკოზაშვილი
  47. ნოდარ ძაგანია
  48. გიორგი გიორგაძე
  49. შავლეგ საბაური
  50. მეგი შუბალიძე
  51. სოფი გოგიბედაშვილი
  52. ქეთი ცუხიშვილი
  53. ირინა დათუაძე
  54. ნინო ქიქოძე
  55. ანანო ცინციბაძე
  56. ანა ტრაპაიძე
  57. ზაზა გაგნიძე
  58. სალომე ახობაძე
  59. გიორგი ჩიხრაძე
  60. მედეა ინაშვილი
  61. მზია თაბაგარი
  62. ლიანა მეტრეველი
  63. თამარ მიქელაძე-დვალი
  64. მარია კორნოუხოვა
  65. მარინა მესხი
  66. თეონა ჯაფარიძე
  67. ლალი ალანია
  68. ანა გელაშვილი
  69. ირმა მიქაძე
  70. მანანა ცქიტიშვილი
  71. თინათინ ჭავჭანიძე
  72. დათო თოდაძე
  73. ცოტნე თვარაძე
  74. გიორგი ლებანიძე
  75. ცახტანგ ფიცხელაური
  76. ცია ლაბაძე
  77. გიორგი თოდაძე
  78. ლიკა ლობჯანიძე
  79. ნათია კუჭუხიძე
  80. ვახტანგ ზარქუა
  81. სოფო ბექაური
  82. ლევან გოშაძე
  83. ალექს ღუდუშაური
  84. ელენე რომელაშვილი
  85. მარტია პაპიაშვილი
  86. სალომე ჩაგელიშვილი
  87. თამარ გობეჯიშვილი
  88. ბელა რეხვიაშვილი
  89. შორენა საჯაია
  90. გიგო კილაძე
  91. გიორგი წეროძე
  92. ანანო შუბაშვილი
  93. მართა მელიქიძე
  94. ლალი ბაქანიძე
  95. ლაშა რევაზიშვილი
  96. არჩილ ქველაშვილი
  97. მარიამ დალაქიშვილი
  98. თინათინ ჭავჭანიძე
  99. თინათინ ბლიაძე
  100. მიხეილ კობალაძე
  101. ნატალია სვანიძე
  102. გიგა გაგნიძე
  103. ნუგზარ ჩალაძე
  104. დალი ბჟალავა
  105. ბელა მეტრეველი
  106. გიორგი ჭანტურია
  107. თათა ბურდული
  108. ლევან კანთელაძე
  109. გიორგი არჩვაძე
  110. ზურაბ რეხვიაშვილი
  111. გვანცა აქიაშვილი
  112. გვანცა შიშნიაშვილი
  113. ბერიძე სოფო
  114. ლია მეტრეველი
  115. მამუკა გოგრიჭიანი
  116. ვერა ნეფარიძე
  117. ეთო ფანგანი
  118. შოთა თვარაძე
  119. მარიამ გოგშელიძე
  120. სოფო ხვედელიძე
  121. მარიამ მესხი
  122. ანზორ გოგოთიძე
  123. მარიამ იაშვილი
  124. კესო გობეჯიშვილი
  125. ირაკლი რეხვიაშვილი
  126. ნინო კალმახელიძე