ლანდშაფტის უწყვეტობისა და მედეგობის გაუმჯობესება რაჭისა და ლიხის ქედებზე

პროექტის დაწყების თარიღი: ოქტომბერი, 2023

ხანგრძლივობა: 2 წელი

2023 წლის შემოდგომიდან საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – საბუკომ დაიწყო პროექტი „ლანდშაფტის უწყვეტობისა და მედეგობის გაუმჯობესება რაჭისა და ლიხის ქედებზე“ (Racha-Likhi Ridge: Enhancing Landscape Connectivity and Resilience). პროექტი ძირითადად მოიცავს რაჭის ქედს, ასევე დიდი კავკასიონის ნაწილს და ებჯინება ლიხის ქედს –  ერთადერთ ბუნებრივ დერეფანს დიდსა და მცირე კავკასიონს შორის. საპროექტო ტერიტორია 153 000 ჰექტარს აღემატება, მთლიანად მოიცავს სამ და ნაწილობრივ ორ  ზურმუხტის ქსელის საიტს, ასევე რაჭის ეროვნულ პარკსა და კვერეთის აღკვეთილს. ორწლიანი პროექტი დაფინანსებულია Endangered Landscapes&Seascapes Programme-ის დაგეგმვის გრანტების ფარგლებში და მისი მიზანია ლანდშაფტის მთლიანობის, დარღვეული ეკოსისტემების აღდგენისა და ეკოსისტემების მდგრადი მართვის  შესაძლებლობების შესწავლა, რაც სარგებელს მოუტანს ადამიანსა და ბუნებას.

გარემოსთან დაკავშირებული პრობლემები და საფრთხეები 

ადამიანის საქმიანობა ძლიერ ზემოქმედებას ახდენს იმ ბუნებრივ პროცესებზე, რომლებიც აყალიბებდნენ რაჭის ლანდშაფტს. მათ შორისაა ჰიდროენერგეტიკული პროექტები, უკანონო და/ან არამდგრადი ტყითსარგებლობა, წიაღის მოპოვება, ტურიზმის არასწორი განვითარება და ბრაკონიერობა. კლიმატის ცვლილება აძლიერებს ამ უარყოფით პროცესებს. თვალსაჩინოა რაჭის ლანდშაფტის ცვლილება – მთებზე ტყის საზღვრის აწევა, მაღალმთის  ბალახოვნების ჩანაცვლება ბუჩქნარითა და ტყით, მყინვარების დნობა. მთის ტყეები და ბალახოვნები  კლიმატის ცვლილების მიმართ ძალზე მგრძნობიარე ეკოსისტემები არიან. მთის სახეობები შეგუებულები არიან დაბალ ტემპერატურას და გლობალური დათბობის შედეგად ისინი შეიძლება სითბოს მოყვარულმა სახეობებმა ჩაანაცვლონ. ტყის ეკოსისტემების დეგრადაციას იწვევს არამდგრადი ტყითსარგებლობა და უკანონო ჭრები –  ხნოვანი ტყეები ნადგურდება და ბუნებრივი განახლების პროცესები საფრთხის წინაშე დგება. ბუნებრივი სათიბ-საძოვრების დეგრადაციას, კლიმატის ცვლილებასთან ერთად იწვევს არასაკმარისი ძოვება. ოდესღაც ბუნებრივად ფართოდ გავრცელებული ჩლიქოსნები, საუკუნეთა განმავლობაში ან მთლიანად გადაშენდნენ ან ძალზე შემცირებულია მათი რიცხოვნობა. ამ ჩლიქოსნების ძოვება განაპირობებდა ბუნებრივი მდელოების, სუბალპური ველების სახეობრივ მრავალფეროვნებას. ისტორიულ წარსულში გარეული ჩლიქოსნები ამ ეკოლოგიური ფუნქციის შესრულებაში შინაურმა პირუტყვმა ჩაანაცვლა. თუმცა, წინა საუკუნეში დაწყებულმა ადგილობრივების მიგრაციამ (რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საბჭოთა ხელისუფლების „კოლექტივიზაციის“ პოლიტიკამ), მოსახლეობისგან სოფლების დაცლამ, შეამცირა შინაური ჩლიქოსნების რაოდენობაც და არსებული ეკოლოგიური წონასწორობაც დაირღვა. დაიწყო მთის მდელოებისა და ბუნებრივი სათიბ-საძოვრების  სახეობრივი მრავალფეროვნების კარგვა და მათი  ჩანაცვლება ბუჩქნარითა და ტყით.  გარეული ჩლიქოსნების შემცირება ნიშნავს გარეული მტაცებლების მსხვერპლი სახეობების შემცირებასაც, რაც აძლიერებს კონფლიქტს ადამიანსა და მტაცებლებს შორის – ისედაც მცირერიცხოვან და ღარიბ მოსახლეობას ეკონომიკურ ზიანს აყენებს მტაცებელთა მიერ შინაური პირუტყვის განადგურება. ადამიანსა და მტაცებელს შორის კონფლიქტს ასევე აღვივებს ტყის ეკოსისტემების უსისტემო ჩეხვა და ბრაკონიერობა. საბუკოს სამომავლო ხედვა სწორედ ყველა ამ პრობლემის მოგვარებას გულისხმობს.

რას ვგეგმავთ პროექტით? 

2 წლის განმავლობაში, საბუკო რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს:

  • დაინტერესებული მხარეების ალიანსის შექმნა და კოორდინაციის გაღრმავება;
  • ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის, ლანდშაფტის და სახეობების აღდგენის შესაძლებლობის წინასწარი შეფასება;
  • ერთობლივი ხედვის ჩამოყალიბება ლანდშაფტის მედეგობისა და ერთიანობის გასაძლიერებლად, სადაც გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი თემების უფლებები, ტრადიციულ ტერიტორიებზე მათი უფლებების ჩათვლით. ბუ
  • ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების უზრუნველსაყოფად ფართომასშტაბიანი აღდგენის გეგმის მომზადება.

ასევე გაეცანით