თივა და ცხვრის ექსკრემენტები – ბალახის საფარის აღსადგენად
ჩვენ, ქართველები ჩვენი ბუნების განსაკუთრებულობით ძალიან ვამაყობთ და ამაზე ხშირად აღფრთოვანებითაც ვსაუბრობთ, თუმცა როდესაც საქმე მის დაცვას, გლობალური დათბობის გარდაუვალი, დამანგრეველი ეფექტების თუ სხვა უამრავი სახის საფრთხის დაძლევას ეხება, ვინ დებს მთელ ძალისხმევას მის დასახმარებლად? იმის გადასარჩენად, რაც ასე ძალიან გვიყვარს?
საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – საბუკო ერთ-ერთი პირველია, ვინც შეიძლება ასეთ დროს გაგვახსენდეს. ათ წელზე მეტია, რაც განათლებულმა და გამოცდილმა ექსპერტების გუნდმა საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვა და შენარჩუნება დაისახა მიზნად. მათი ყველაზე გრძელვადიანი და კომპლექსური პროექტი დედოფლისწყაროში მდებარეობს და მოიცავს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს, ჭაჭუნის აღკვეთილს, სამუხის მრავალმხივი გამოყენების ტერიტორიასა და კოწახურას ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებს.
როგორც GT-ს მიწვეულ ჟურნალისტს, საშუალება მქონდა ადგილზე მენახა საპროექტო ტერიტორია და უკეთ გავცნობოდი ნიადაგის აღდგენისა და დაცვის საბუკოსეულ ხედვას.
ჩვენი მოგზაურობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იწყება, სადაც გიორგი ჩიკორაშვილი, საბუკოს ბუნებრივი რესურსების პროგრამის მენეჯერი, ბიოლოგ გიო ხუბაშვილთან ერთად, მშობლების სახლს სტუმრობს, რათა მანქანის საბარგული თივით დატვირთოს. გიორგის მამა, დავით ჩიკორაშვილი საბარგულზე მოთავსებულ თივას თოკებით საიმედოდ ამაგრებს, რადგან წინ რთულიგზაა და მისი დაკარგვის ფუფუნება არ გვაქვს.
დედოფლისწყაროდან ჭაჭუნას აღკვეთილამდე გზა გრძელია. სამ საათიანი გზავრობის განმავლობაში, ჩვენ წინ განსაცვიფრებელი პეიზაჟები იშლება. მზესა თუ ნისლში, მოასფალტებულგზებსა თუ ტალახიან ბილიკებზე, ვრცელ მინდვრებსა და მაღალი კლდეების ქვეშ გადავაადგილდებით და საოცარი კადრები ერთმანეთს ენაცვლება.

როგორც იქნა, ჭაჭუნას აღკვეთილში, სატესტო ნაკვეთებამდე მივაღწიეთ. გიორგის მამის მიერ საგულდაგულოდ დამაგრებული თივა დანიშნულების ადგილამდე უდანაკარგოდ ჩავიტანეთ. ამ კაცმა ნამდვილად იცის თავისი საქმე.
ჩვენს ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, საბუკოს ექსპერტებმა ცხვარი მიმდებარე ტერიტორიაზე გაუშვეს, რათა ბალახი მოეძოვათ და ეს ადგილი ექსპერიმენტისთვის მოემზადებინათ. ტერიტორია,რომელიც 1 ჰექტარს არ აღემატება, ელექტროღობით არის დაცული.
საბუკო ერთ-ერთია იმ რამდენიმე ორგანიზაციიდან, რომელიც ასეთ დამცავ სისტემას იყენებს. მზის ენერგიით მომუშავე ელექტრო ღობეს ორმაგი დანიშნულება აქვს: ერთი მხრივ, ის იცავს შემოღობილ ტერიტორიას და მასში მყოფ ცხოველებს, ხოლო მეორე მხრივ, შიგნით მყოფ ცხოველებს ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ აძლევს.
გიორგი და გიო თივას ტერიტორიის ორ მეოთხედზე თანაბრად ანაწილებენ, შემდეგ კი კვლავ მანქანაში სხდებიან და უახლოეს ფერმაში, ამჯერად ცხვრის ნაკელის მოსატანად მიემართებიან.
საბუკოს მთავარი მიზანია დეგრადირებული საძოვრები აღადგინოს, სადაც საკმარისი ბალახი იქნება პირუტყვისთვის. ეს ერთი მხრივ ადგილობრივ მეცხვარეებს შეუმსუბუქებს დანახარჯებს, მეორე მხრივ კი დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის.
ადგილობრივებისგან ცხვრის ნაკელის შეგროვებით, საბუკო მათ არა მხოლოდ კვლევაში რთავს,არამედ აფასებს, საკმარისი იქნება თუ არა მეცხვარეებისთვის მხოლოდ მათი პირუტყვის მიერწარმოებული ნაკელი მომავალში.
ცხვრის ნაკელით დატვირთული მანქანით ექსპერიმენტულ ნაკვეთზე დაბრუნების შემდეგ, გიორგი და გიო მის მოფრქვევას იწყებენ.

როგორ მუშაობს ექსპერიმენტი?
ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი ოთხ თანაბარ ნაწილად არის გაყოფილი. თითოეულ მონაკვეთს კონკრეტული როლი აკისრია. ტერიტორიის ერთ მეოთხედზე მხოლოდ ცხვრის ნაკელი იქნება მოფანტული; მეორეზე – მხოლოდ თივა; მესამე მონაკვეთზე ცხვრის ნაკელისა და თივის ნაზავი იქნება გამოყენებული; ბოლო მეოთხედი კი ხელუხლებელი დარჩება, რომელთან შედარებითაც შეფასდება, თუ რა გავლენა აქვს სხვადასხვა ნაწილზე გამოყენებულ საშუალებებს.
რატომ თივა და ნაკელი?
ნაკვეთებზე დაყრილი თივის დანიშნულება მიწის საფარის შექმნაა, რადგან ბოლო წლებში გვალვები უფრო და უფრო დიდხანს გრძელდება.
ბალახის საფარის სიმცირის გამო, წვიმის წყალი სწრაფად ორთქლდება და ნიადაგი შეწოვას ვერ ასწრებს. თივის მიერ შექმნილი დამცავი ფენა კი წვიმის წყლის მიწაში შეღწევას შესაძლებელს გახდის. ამასთან, თივაში ხშირად ხვდება მცენარის თესლიც, რომელიც დროთა განმავლობაში ნიადაგში აღწევს და ახალი აღმონაცენის ზრდას უწყობს ხელს.
ცხვრის ნაკელი ბუნებრივი სასუქია, რომელიც მნიშვნელოვანია ნიადაგის ხარისხის გასაუმჯობესებლად და ადგილობრივი მწყემსებისთვისაც ადვილად ხელმისაწვდომია. საბუკოს გუნდს სურს, დეგრადირებული საძოვრების აღდგენის პროცესი ადგილობრივებისთვის ფინანსურადრაც რაც შეიძლება მომგებიანი გახადოს.
საექსპერიმენტო ტერიტორიაზე თივისა და ცხვრის ნაკელის მიმოფანტვის შემდეგ, დედოფლისწყაროში დასაბრუნებლად ვემზადებით. ამიერიდან, საბუკოს გუნდი ტერიტორიას თვეში ერთხელ ეწვევა მონიტორინგისთვის.
მზე და ქარი, წვიმა და ნისლი ხელს შეუწყობს როგორც ცხვრის ნაკელის, ისე თივის ნიადაგთან შერწყმას. მომავალ წელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების თანხლებით, საბუკოს ექსპერტები პროგრესის მონიტორინგისთვის ჩამოვლენ. ისინი შეაფასებენ ნიადაგის მცენარეულ საფარს, პროფესიონალური დრონიდან მიღებული მაღალი გარჩევადობის სურათების გამოყენებით და მოგვიანებით შედეგებს გაუზიარებენ არა მხოლოდ ფართო სამეცნიერო საზოგადოებას, არამედ პრაქტიკოსებსა და ადგილობრივებს.
პროცესი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება და დასრულდება 2027 წელს.
საბუკოს საქმიანობა ჭაჭუნაში თუ საქართველოს სხვა რეგიონებში, მხოლოდ საძოვრების აღდგენით არ შემოიფარგლება. მისი მიზანი ისეთი მომავლის შექმნაა, სადაც ადამიანებსა და ბუნებას ჰარმონიულად თანაცხოვრება შეეძლებათ.
სტატიის ავტორი: ერეკლე ფოლადიშვილი
მასალა მომზადებული და გამოქვეყნებულია Georgia Today-ს მიერ.