გარიელის ბუდობის წარმატებაზე მოქმედი მთავარი ფაქტორები ტაბაწყურის ტბაზე

გარიელის (Melanitta fusca) რიცხოვნობა მსოფლიოს მასშტაბით მცირდება და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მიერ შეფასებულია, როგორც გლობალურად მოწყვლადი (VU) სახეობა. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს კავკასიაში არსებული პატარა მობუდარი პოპულაცია, რომელიც ეროვნული წითელი ნუსხის მიხედვით აღიარებულია, როგორც კრიტიკულ საფრთხეში მყოფი სახეობა. ამ პოპულაციის შესახებ ინფორმაცია არასაკმარისია და აუცილებელია მეტი სამეცნიეროდ გამოსადეგი მონაცემის შეგროვება, რაც გამოყენებული იქნება სახეობის ეფექტური კონსერვაციის დასაგეგმად, რომლის უკანასკნელი საბუდარი ტერიტორია მთელს კავკასიაში, ჯავახეთში, ტაბაწყურის ტბაზეა. ამ კვლევაში, მიზნად დავისახეთ შეგვეფასებინა გარიელების პროდუქტიულობაზე და ბუდობის წარმატებაზე მოქმედი მთავარი ფაქტორები. გარიელების საბუდარ კუნძულზე, ტაბაწყურის ტბაზე, ძუძუმწოვარი მტაცებლების არარსებობისას, მთავარ მტაცებლად სომხური თოლია (Larus armenicus) გამოვლინდა. გარიელის პოპულაციის მონიტორინგის გახანგრძლივება საარსებოდ მნიშვნელოვანია სახეობის შესანარჩუნებლად კავკასიაში. აუცილებელია გამოვლინდეს, რამდენად საჭიროა მტაცებლის კონტროლი, საფრთხეში მყოფი პოპულაციის შესანარჩუნებლად.

კვლევა ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე. 

ასევე გაეცანით