როგორ გადაარჩინა ხელოვნურმა ქვაყრილმა იორის ჭალის ტყე?
საბუკო – საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – 2019 წლიდან მუშაობს ლანდშაფტის აღდგენისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საკითხზე ივრის ზეგანზე. საბუკოს მრავალწლიანი კომპლექსური პროექტის – „კახეთის სტეპები: ბალანსი ცოცხალ ლანდშაფტსა ან მომავალ უდაბნოს შორის“, ერთ-ერთი მთავარი მიზანი მდინარე ივრის ჭალის ტყის აღდგენაა ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიაზე.

ივრის ჭალის ტყის დეგრადაცია სხვადასხვა მიზეზმა განაპირობა: უსისტემო ძოვებას და ხის ჭრას დაემატა დალის წყალსაცავის აშენება, რამაც მდინარის ბუნებრივი რეჟიმის შეცვლა (ჭალა გაზაფხულზე აღარ იტბორება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ეკოსისტემისთვის) და სიღრმითი ეროზია გამოიწვია. ტყის აღდგენის ტრადიციულ ღონისძიებებთან (შემოღობვა, განახლების ხელშეწყობა) ერთად, საჭირო გახდა ინოვაციური მეთოდების ძიებაც. ასეთი აღმოჩნდა მდინარე იორის კალაპოტის გადაკეტვა მარტივი კონსტრუქციით – ბარაჟით, რომელიც 2022 წელს მოეწყო და გამორჩეულად წარმატებული გამოდგა. ქვაყრილმა მდინარის და გრუნტის წყლის დონის აწევა გამოიწვია, რამაც რამდენიმე ჰექტარი ჭალის ტყე საჭირო და სასიცოცხლოდ აუცილებელი რაოდენობის წყლით უზრუნველყო.

2025 წელს საბუკომ მდინარე იორის კალაპოტში მეორე ქვაყრილი მოაწყო. ამას წინ უძღოდა პოტენციური ეკოლოგიური შედეგების შესწავლის მიზნით ჭალის ტყის კვლევა, მდინარე იორის თევზებისა და უხერხემლოების მონიტორინგი და ზურმუხტის ქსელზე ზემოქმედების შეფასება. (1)

აღსანიშნავია, რომ წყლის არსებული დონე მნიშვნელოვნად არ მოიმატებს, შესაბამისად, ჭალაში წყლის მაღალი დონე მუდმივად არ შენარჩუნდება, რაც გაზრდიდა არსებული მცენარეული საფარის დაზიანების რისკს. სამაგიეროდ, მდინარის გასწვრივ გრუნტის წყლების დონე დაახლოებით 1 მეტრით მოიმატებს. ამასთანავე, დროთა განმავლობაში, ქვაყრილი ხელს შეუწყობს ინერტული მასალის აკუმულაციას და სიღრმითი ეროზიის შედეგად გამოწვეული კალაპოტის ფსკერის დონეთა სხვაობა დაუბრუნდება ჭალის ტყის შენარჩუნებისათვის საჭირო ნიშნულს.
ამდენად, ბუნებაში მინიმალური ჩარევით შესაძლებელია მაქსიმალური ეფექტის მიღება: ეკოსისტემაში ბუნებრივ ადგილზე დაბრუნების საშუალება მიეცემა ჭალის მუხას, პატარა თელას, ხვალოს, ჭალის ტყის დამახასიათებელ სხვა მერქნიან მცენარეებს. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ გაუმჯობესდება თევზების საბინადრო გარემო და საკვები ბაზაც. დროთა განმავლობაში ჭალის ტყე სულ უფრო ეფექტურად შეასრულებს ცხოველთა თავშესაფრისა და სამიგრაციო გზის ფუნქციას. სწორედ ასეთი ღონისძიებებია ამ კატეგორიის (IUCN IV) დაცული ტერიტორიის – აღკვეთილის დანიშნულება – კონსერვაცია აქტიური მენეჯმენტის გზით.
პროექტი ხორციელდება Endangered Landscapes&Seascape Programme (ELSP) ფინანსური მხარდაჭერით, კემბრიჯის უნივერსიტეტსა და Birdlife Intermational-თან პარტნიორობით.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ:
- საბუკოს წერილობითი მიმართვა დაცული ტერიტორიების სააგენტოს (მოიცავს ქვაყრილის მოწყობის პროექტის მოკლე აღწერას)
- მდ. იორზე ბარაჟის მოწყობის პროექტი (მდინარე იორის კალაპოტის მორფოლოგიის კვლევა, ქვაყრილის დეტალურ დიზაინის/პროექტის შემუშავება და დატბორვის მოდელირება).
- ჭალის ტყეზე პოტენციური ეკოლოგიური შედეგების შესწავლა– ტყის სტრუქტურული და სახეობრივი შემადგენლობის კვლევა.
- ზურმუხტის ქსელზე ზემოქმედების შეფასება (ზზშ)
- მდინარე იორის თევზებისა და უხერხემლოების მონიტორინგის ანგარიში