ადამიანსა და გარეულ ცხოველებს შორის კონფლიქტები ივრის ზეგანზე
რუბრიკა
სამეცნიერო მასალები
ეკოლოგიისა და ევოლუციური ბიოლოგიის რიგით მეათე სიმპოზიუმზე, საბუკოს კონსერვაციის პროგრამის მენეჯერმა, თამარ უგუზაშვილმა ივრის ზეგანზე ადამიანსა და გარეულ ცხოველებს შორის კონფლიქტების კვლევის პრეზენტაცია წარადგინა.
კვლევის მიზანი იყო გამოერკვია კონფლიქტები ადამიანსა და გარეულ ცხოველებს შორის ივრის ზეგანზე, რომელიც ერთადერთი ზამთრის საძოვარია საქართველოში. კვლევა ფოკუსირებული იყო მტაცებელი ცხოველებისგან გამოწვეულ ზარალსა და ადგილობრივების დამოკიდებულებაზე ქურციკების (Gazella subgutturosa) რეინტროდუქციის მიმართ. ზამთრის საძოვრით მოსარგებლე ფერმერებს სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებული ნახევრად-სტრუქტურირებული კითხვარებით მივმართეთ. სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა რომ ცხვრისა და ძაღლის უფრო მაღალი თანაფარდობა და ფარის უფრო დიდი ზომა პირუტყვის პროცენტულად უფრო დიდ დანაკარგთან ასოცირდება. მეცხვარეების 75% ქუცრიკების რეინტროდუქციის მომხრეა და მათი დამოკიდებულება არაა კავშირში მეცხვარეების განათლებასთან, ასაკთან და გამოცდილებასთან.
მიღებული შედეგები ხაზს უსვამს ადამიანი-გარეული ცხოველის კონფლიქტის მართვის მრავალმხრივი სტრატეგიის საჭიროებას.
პრეზენტაცია შეგიძლიათ იხილოთ researchgate.net-ზე.
ასევე გაეცანით